12.4.10

ფელიპ ჟასინტ დომენეკი


პოსტი ეძღვნებათ მემეს და ჯიბლას



Add caption
ალბათ ყველამ ვიცით ვინ არის ის, ზოგი კარგად იცნობს, ზოგი არც თუ ისე კარგად, მაგრამ ყურმოკრული მაინც გვექნება, მითუმეტეს როცა თავისი ფეხით (ეს ჯერ კიდევ საკითხავია) ეწვია საქართველოს, კონკრეტულად კი წინანდალს. 

სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი – კაცი მხატვარი, კაცი სკულპტორი, ფერმწერი, ექიმი, მეწარმე, ლიდერი (ეს სამი უკანასკნელი ხუმრობით, რაღა თქმა უნდა) ი ნაკანეც, კრასავჩიკ! უფრო სწორად სიურეალიზმის დამსახურებული წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში ასე უწოდებენ მას, თუმცა კრასავჩიკობასაც არაფერი უკლია.

ჰმ.. ახლა წუთ–შესვენება ავიღე და ინტერნეტში გავისეირნე, დალი დავგუგლე... მხოლოდ ქართულ ვებ–სივრცეში იმდენი დაიწერა ამ წინანდლის გამოფენაზე, რომ პოსტვის ცეცხლი ჩამიქრო.
არადა რაიმე ახალის გაზიარებას არც ვაპირებდი.
პრინციპში არცერთი ნაპოვნი სტატია/პოსტი არ გადამიკითხავს.
მხოლოდ ჩემს აზრს დავაფიქსირებ და ისევე ჩუმად გავიპარები,როგორც შემოვიპარე.

რაიმე განსაკუთრებულს არც ველოდი, მაგრამ არც იმას,რაც დამხვდა.. ორიგინალები იყო ვინმე მილიონერის კერძო კოლექციიდან. გარდა იმისა, რომ უბრალო მონახაზები იყო, ზოგ მათგანს ქვემოთ ერთვოდა ფოტო, არა დალის, არამედ ვიღაც სხვის მიერ შესრულებული. ჩემი ვარაუდით, სწორედ ამ ფოტოების ნახვის შედეგად შეასრულა სალვადორმა ისინი ან შეიძლება ვცდები კიდეც.

მოკლედ, თუ წასვლას ვერ მოახერხებთ, ამით არც არაფერი დაგაკლდებათ, თუმცა გასეირნება მხოლოდ იმიტომაც ღირს, რომ სუფთა ჰაერი ჩაყლაპოთ, წინანდლის ბაღში გაისეირნოთ, ლაბირინთებში ირბინოთ და ჭავჭავაძეების გალამაზებულ სახლ–მუზეუმში ერთხელ კიდევ (ან პირველად) ჩამოუაროთ ძველ, მაგრამ კარგად შენახულ ნივთებს.

ინფო:
ბაღში შესვლა – 2 ლარი
ბაღში შესვლა + სახლ–მუზეუმი + დალის ნამუშევრები – 5 ლარი
ბაღში შესვლა + სახლ–მუზეუმი + დალის ნამუშევრები + ღვინის დაგემოვნება – 7 ლარი

პ.ს. ეს ნაკლებად ცნობილი სახელი სათაურად ჩემთვის ერთგვარი სამაგიეროს გადახდაა დალისთვის, თუმცა ის რა შუაშია? ან მე რა შუაში ვიყავი?

5 comments:

Natalia said...

me mainc dzalian minda wasvla, gansakutrebit chavchavadzeebis karmidamos naxva :)) chems jguftan ertad waval albat :)

clown said...

ვგიჟდები სალვადორ დალიზე :X

Anonymous said...

[quote]ან მე რა შუაში ვიყავი?[/quote]
so true...

:*

jibla said...

ეე ანონიმუსით რატო დამიპოსტა :S
აი ამიტომ ვერ ვიტან ბლოგსპოტს რა, კომენტარების სისტემა ვერ მოუგვარებიათ ამდენი ხანია 17 სტეპი ჭირდება ერთი ცალი კომენტარის დაწერას.

nati kuda said...

გვაცადეთ, ბატონო, გადავბარგდებით იქითაც :))