20.12.09

петушок

რამდენი ხანია, სახლში მხოლოდ ადამიანები ვცხოვრობთ. ჩემმა მიშამ ოჯახი შექმნა და ახლა სხვაგან ცხოვრობს, ჩასიძებულია. ჩემი ნიაზი და გიორგი რამდენიმე დღით მეგობარს დავუტოვე, რომელმაც დღეში სამჯერად კვებაზე გადაიყვანა და ორ დღეში ტრაგიკულად დაიღუპნენ. ზაზუნები მაჩუქეს და თორნიკემ წამართვა, თან დედაჩემის რეაქცია რომ წარმოვიდგინე თაგვების დანახვისას, უბრძოლველად დავნებდი.
დიდი ხანია მინდა რამე სხვა, რამე ახალი. ზღვის გოჭი მინდოდა, მაგრამ ქვეშაფსიები არიან და გადავიფიქრე. ლაბრადორი ჩემი ოცნებაა, მაგრამ არა ამ სახლში. მაიმუნი ბავშვობიდან მინდა, მაგრამ ორიც ეყოფათ მშობლებს :))
ამ მიზნით დღეს ზოო მაღაზიაში შევიარეთ და ვნახე ის, რაც მინდა! петушок, ჰო, ჰო, петушок

თან ძალიან უპრობლემო თევზია, თუ გინდა პატარა ჭიქაში ჩასვიო და 2 კვირა ნუ აჭმევო. მარტო ყოფნა უყვარს და არ მოიწყენსო.. თან ლამაზი ნიჟარები მაქვს ჩამოტანილი და აკვარიუმს მოვურთავ. ერთი ცალი ჰქონდათ დარჩენილი და იმედია არ გაიყიდება ჩემს მისვლამდე, დღეს თორნიკემ არ მაყიდინა, ბევრი უნდა ვიაროთ და ცოდოაო :(

10 comments:

Toma said...

ვაიმე რა ლამაზი თევზიაააააააააააააა :)

thomas said...
This comment has been removed by the author.
thomas said...

bolos mainc yvelaferi tornikes braldeba ? :D

Natalia said...

უი, ჩემს მეგობარს ყავს თევზი და მამლაყინწა ქვიაო, ასეთი ჯიში არისო. ალბათ ამას გულისხმობს :D

Landish said...

პიტუშოკ? მე როგორც, ვიცი მაგ თევზს ბეტა ჰქვია, ნუ ყოველშემთხვევაში ძალიან ჰგავს მას : ) http://tinyurl.com/ybcu4m2

OTO said...

თევზს ვერასდროს ვერ ვიყოლიებდი : )

საჭმელთან ასოცირდება : D

Jenny said...

me myavs :P

nati kuda said...

thomas: aba chems tavs xom ar davabraleb? :d

natalia: ho, es iqneba

landish: egaa, mara etyoba moferebit petushoks ezaxian :p

oto: :D:D:D shen sul chamaze nu firqob :p

taa said...

მაიმუნი ბავშვობიდან მინდა, მაგრამ ორიც ეყოფათ მშობლებს :))


xaxaxaaaaa, dzaan gavmxiaruldi

me ar mikvars cxovelebi saxlshi :(

Agasfer said...

ჩემი აკვარიუმი ვაჩუქე ლუხა ილიას. ხოდა ორი დღეა საყიდლებზე დავდივართ :დ
და დღეს შევიძინეთ ეგენი, ორი ცალი :პ

ადრეც მყავდა.. ძალიან დიდი გაიზარდა და მოკვდა :|