9.12.09

10 days in Egypt

აეროპორტი
ზოგადად შვენივრად ვიფრინეთ, აქეთაც, იქითაც. უბრალოდ გაფრენისას ბევრჯერ შეგვიცვალეს დრო და ჩასხდომამდე ყველა მგზავრმა იცოდა, რომ ბაქოს გავლით მივდიოდით და იქ 1 საათს დავყოვნდებოდით, მაგრამ არა. პირდაპირი რეისი იყო, 2 საათსა და 40 წუთში დავეშვით. ულამაზესი იყო ციდან დანახული განათებული იორდანია. აეროპორტში რაღაც ბლანკი შეგვავსებინეს H1N1 ვირუსსთან დაკავშირებით, მივედით პატარა ფანჯარასთან, 15$ შევაცურეთ და პასპორტის ნახვის და შემოწმების გარეშე მოგვცეს სტიკერი - ვიზა, შენით უნდა ჩაგეკრა პასპორტში და მერე კონტროლიორი დაგირტყავდა ბეჭედს, რომ ნამდვილად ეგვიპტეში ხარ.



სასტუმრო
აქ გაგვაფრთხილეს, სასტუმროს ვარსკვლავს 1 გამოაკელითო. ჩვენი Al Diwan Resort 3*-იანი იყო. გარეგნულად მომეწონა, მაგრამ ეტყობოდა, ძველი იყო ძალიან და ცოტა მიხეხვ-მოხეხვა და სარემონტო სამუშაოები არ აწყენდა. ოთახი ისეთივე, როგორიც ფოტოებზე იყო მოცემულi. ლოგინზე იხვები არ დაგვხვდა და მეორე დღეს დამლაგებელმა სპეციალურად მე და ნინოს გაგვიკეთა და ყვავილებით მოგვირთო. კვება ორჯერადი გვქონდა, შვედური მაგიდა, დილით 07:00 - 10:00 და საღამოს 19:00 - 22:00 საათებში. განსაკუთრებულად არაფერი მომწონებია. ყოველ დღე გვქონდა თევზი. პერსონალი იყო არაჩვეულებრივი. ცდილობდნენ, გამოგლაპარაკებოდნენ, ეხუმრათ, გიღიმოდნენ, გაქებდნენ, მაიმუნობდნენ.
სანაპირო ახლოს იყო,მაგრამ ხრიოკი ადგილები უნდა გაგევლო, ამიტომ საატში ერთხელ სასტუმროს ავტობუსი დადიოდა, მივყავდით და მოვყავდით. კვირაში ორი დღე ნაამა ბეიზე მიდიოდა, გტოვებდა და 23:30-ზე გაკითხავდა წამოსაყვანად. სასტუმროს სტუმრების 70%-ს 60 წელს გადაცილებულები შეადგენდნენ, თავს ბავშვად ვგრძნობდი.



ხალხი
თბილისიდან ისეთი დაშინებულები წავედით, არავის ენდოთ, ყველა აფერისტია და ფულს გამოგძალავენო, რომ ყველა დაპატიჟებაზე და გაღიმებაზე არაადეკვატური რეაქციები გვქონდა, მაგრამ გავრისკეთ, ვენდეთ და მინდა გითხრათ, რომ მშვენიერი ხალხი ცხოვრობს. საჩუქრებიც მივიღეთ for my romantic eyes, ჩაიზეც გვპატიჟებდნენ უფასოდ, სუნამოებსაც გვასხავდნენ. მაგრამ საოცრად ბევრი კითხვის დასმა უყვართ: where are you from? what is your name? how many days in egypt? first time? are you married? ჩემი სახელი ესმოდათ ”ნადია” და უხაროდათ, oh, it's egyptian name. და მეც თავს ვუკრავდი, ვიცი_თქო. ყველა ცდილობდა კომპლიმენტი ეთქვა და ცოლობას გვთხოვდნენ. ყოველ მეორეს ან მუჰამედი ქვია ან აჰმედი. მშვენივრად ფლობენ რუსულს და ინგლისურს.

ზღვა
არაჩვეულებრივი, თბილი, სუფთა, გამჭვირვალე წყალი და თუ ჩაყვინთე, ვეღარც ამოყვინთავ, უმშვენიერესია წყალქვეშა სამყარო. რომ გავეფრთხილებინე ვინმეს... ვინც წასვლას გეგმავთ, აუცილებლად წაიღეთ წყლის სათვალე, სასუნთქი მილი, წყლის ფეხსაცმელი, ”ლასტები”. ვისაც წყლის შიში აქვს, ნაპირზეც შეიძლება ჩაყვინთვა, ოღონდ ფეხშველა ნუ შეხვალთ, მჭრელი რიფებია. შეგიძლიათ ჩუმად პურის ნამცეცები ჩაუყაროთ და ყველა თქვენთან მოვა. ამინდი მშვენიერია, საზაფხულო, მაგრამ იქაურები ტყავის კურტკებით დადიან და ბანაობასაც ერიდებიან, ცივია წყალიო. საღამოს გრილა, ჟაკეტის ან მოსაცმელის გარეშე გარეთ ვერ დაჯდები.



მაღაზიები
ყველაფერი იყიდება, ხარისხიანი, უხარისხო.. ფასებიც შესაბამისი აქვს. თავიდან არარეალურ ფასს გეუბნებიან და მოსწონთ, როცა ვაჭრობას იწყებ, შესთავაზეთ თქვენი ფასი, თავიდან გადაირევა, მაგრამ არ შეიმჩნიოთ, თუ არ დაგთანხმდათ, გაუღიმეთ და გამოდით მაღაზიიდან, აუცილებლად გამოგეკიდებათ! სურსათის ყიდვას არ გირჩევთ, აქედან წაიღეთ შოკოლადები, ტკბილეულობა, სიგარეტები. იქ ტურისტებისთვის საკმაოდ ძვირია მარკეტები, თუმცა ვაჭრობა შესაძლებელია. დააკვირდით ხურდას, ფუნტებში აბრუნებენ და შეიძლება მოგატყუონ. უმჯობესია, თუ ჩასვლისთანავე ეგვიპტურ ფუნტებს შეიძენთ, მოგებულები დარჩებით, მაგრამ დოლარის, ევროს, ფუნტის და რუბლის მიღებაზეც არ ამბობენ უარს. ცნობისათვის, 1 USD = 5.4 EGP



ტურები
ჩვენს საგზურში ტურები არ შედიოდა, თუმცა არაა პრობლემა, იმდენი ტურ-ოპერატორია თუნდაც სასტუმროში, რომ შეგიძლიათ თქვენით დაგეგმოთ, გადაანაწილოთ, გადახედოთ ბიუჯეტს. ჩვენ ასეც მოვიქეცით.

ქაირო (45-75$)
ქაიროს ტურში შედის ხეოფსის პირამიდები, სფინქსი, პაპირუსის გალერეა, სუნამოების გალერეა, ნაციონალური მუზეუმი, გასეირნება ნილოსზე და კვება. გასვლა ხდება ღამით. შარმიდან 6 საათის გზაა, დილით ჩავედით. აუცილებლად წაიღეთ ბალიშები სასტუმროდან, გამოგადგებათ. წასვლის წინ დაიღალეთ მაქსიმალურად, რომ დაგეძინოთ. მოითხოვეთ სასტუმროში საკვები წასაღებად, თორემ ერთი კვება არ გეყოფათ, საკმაოდ მრავლისმომცველი და გრძელი ტურია. ჩვენ დაგვპირდნენ 3 საათიან თავისუფალ დროს ქაიროს ქუჩებში სასეირნოდ, მაგრამ უკვე ღამდებოდა და ხალხმაც არ იაქტიურა და წამოვედით ისევ შარმში. ყველაზე ცუდი ფაქტი ეს იყო ამ 10 დღის მანძილზე. აუცილებლად უსმინეთ გიდს და გაითვალისწინეთ ყველა რჩევა. თავად უკეთ იციან ეგვიპტელების ხასიათი.
თავად ქალაქზე არ ვიცი რა დავწერო, ვთვლი, რომ არ მინახავს. მხოლოდ ავტობსიდან დანახული უბნებით, უზარმაზარია. 20 მლნ ადამიანი ცხოვრობს, როცა მუჰამედს ვუთხარი, საქართველოში სულ 5 მლნ ვართ-თქო, დამცინა, ეგ ჩემი ქუჩააო. ნაგვის ურნები არ დგას, ნაგავიც არ ყრია, ნუ, ნილოსი არ ითვლება, დიდია და ბინძური.
პირამიდებთან ბევრი ხალხი ტრიალებს. თავად იქაური მოსახლეობაც პიკნიკებისთვის ან დასასვენებლად გადის, გიდის თქმით, უყვართ ტურისტების თვალიერება და იქ ერთ-ერთი გასართობი ყოფილა. უზარმაზარია სამივე პირამიდა, ახლოს თუ მიხვალ, მითუმეტეს. სად ნახეს ამხელა ქვები?!



სინას მთა (30$)
აუცილებლად ადით და შეხვდით განთიადს, ულამაზესია. ეს ის მთაა, მოსემ 10 მცნება რომ დაწერა და ღმერთი გამოეცხადა. ღამე ავედით აქაც, 6 კმ უნდა იარო ფეხით და 750 საფეხური. მეერ სადმე უნდა მოკალათდე და დაელოდო მზის ამოსვლას. თბილად ჩაიცვით ძალიან, ქუდი, ხელთათმანები, კაშნე. წყალს და ფანარს იქვე მოგაწვდიან. მზე როგორც კი ამოვა, დათბება კიდეც. ქვემოთ წმინდა ეკატერინეს ტაძარია, სადაც შეუწველი მაყვალი, მოსეს წყარო, საძვალე და წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილია.



ფერადი კანიონი (ორი ტური გავაერთიანებინეთ: კანიონი+აქლემები+დაჰაბი+აბუ გალუმი = 55$)
სულაც არაა ფერადი, ისევე, როგორც ზღვა არაა წითელი, თუმცა აუცილებლად უნდა ნახოთ. წითელი, შავი და ყვითელი ტონებია კლდეებზე. ფეხით ავცოცდით კანიონზე და ჩამოვცოცდით ან უკეთესაც რომ ავხსნა, ჩამოვეკვეხეთ. მძიმეწონიანებმა ან კლაუსტროფობიით შეპყრობილებმა თავი შეიკავეთ ასვლისგან. ძალიან მაგარი იყო სანახაობრივადაც და ემოციებითაც, ექსტრიმია თავისებური. ტური გავაერთიანებინეთ კანიონი+აქლემები+დაჰაბი+აბუ გალუმი = 55$



აბუ გალუმის მთები და Blue Hole
ეს მთები ოდესღაც წყლით ყოფილა დაფარული. ახლა იქ დაივინგის ცენტრია, დაივერების საყვარელი ადგილი. რიფები ულამაზესი და სხვადასხვა სახის თევზები, ყველა ფერის, ყველა ფორმის, ყველა ზომის.. საიდმა ამოგვყარა წყლიდან და არ მეყო. იქვე უგემრიელესი თევზი გვაჭამეს და აქლემებზე შეგვსვეს ნახევარი საათით. საშინელება იყო, თუმცა უნდა გამოსცადო მაინც, ისე დაბრუნება სირცხვილია :))




დაჰაბი

ეს კურორტი არაა და სულ რაღაც 3 თუ 4 სასტუმრო დგას. მხოლოდ დაივერები თუ ჩავლენ, ზღვის გარდა გასართობი არაფერია. მოსახლეობა ცხოვრობს, ძირითადად ბედუინები და ძალიან მაგარი მანქანებით დადიან ნარკობიზნესის გამო. პატარა ქალაქია, საინტერესო. მარკეტში შეგვიყვანეს და სამახსოვროდ მაისურები ვიყიდეთ.



შარმი
შარმი მართლა ქობულეთივითაა. გრძელი ქუჩაა გარშემო სასტუმროებით და გასართობი კომპლექსებით. სხვადასხვა უბნებია. ჩვენ შარქს ბეიზე ვიყავით. ცენტრი აქვს ნაამა ბეი, ჩვენებური შარდენი, მაგრამ ძალიან დიდი. სავაჭრო ცენტრია კაფეებით, რესტორნებით, მაღაზიებით და სასტუმროებით. ქალაქი სუფთაა, არადა ნაგვის ურნა არც ისე ბევრია. საქართველოს კარგად არ იცნობენ. ძირითადად ტურქები, იტალიელები ან რუსები ვეგონეთ. ერთს არაბი ვეგონე და თან სახელი რომ გაიგო, შინაურად ჩამთვალა :))

რას მუჰამედის ნაციონალური პარკი (25$)
ბოლო დღისთვის შემოვინახეთ, თან მხოლოდ ნახევარი დღე ეთმობოდა. როგორც აგვიხსნეს, ვნახავდით მიწისძვრისგან მიყენებულ ”ჭრილობებს”, სურვილების ტბას, ღმერთების კარიბჭეს და მრავალ სხვას. გაწბილებულები დავბრუნდით. ეს ”ჭრილობა” აღმოჩნდა 8-10-ოდე მეტრის სიგრძეში და ნახევარი მეტრის სიგანეში. სიღრმე 10 მეტრიაო, გაზომვა არც მიფიქრია. შემოღობილი იყო ქვებით სათუთად, რომ ტურისტებს აჩვენონ. იყო რაღაც ხე, მანგაროვაია ძერევა, ასე თქვა რომაშკამ, რომელიც მარილს იწოვს და ეს მლაშე წყალი მტკნარი ხდება იმ ადგილზე. ფერი მართლა სხვა ჰქონდა, ფოთლებზეც მარილები ეყარა, მაგრამ რუსმა ქალმა თითი ჩაყო და მარილიანიაო, თან სასტუმროში რომ ვახსენეთ, ჩვენმა მეგობარმა გეოგრაფმა დაგვცინა, მასეთი ხე მართლაც არსებობს, მაგრამ ეგვიპტეში არაო. ნუ არ ვიცი, არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. ტბა აღმოჩნდა პატარა გუბე, სადაც ფული ყრია. ვნახოთ, ამისრულდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი. თუ წახვალთ, მხოლოდ ჩასაყვინთად.



ფოტომასალა
მოგზაურობის სიმღერა
მოგზაურობის ხუმრობა:
-ქაიროში მიდიხართ?
-არა, გიზის პირამიდებში.
(მმ.. თუ არ გაგეცინებათ, დაგუგლეთ, დაქექეთ, რუკა ნახეთ :D )

11 comments:

Unknown said...

rakaia :)
zafxulidan amtydari var egvipteze. nu, sxvebzec avtydebodi, magram es egvipte iafia da dudistan, ojaxur biujetshi eg ufro gamiva.
hoda mainc ver davdzari.

arada minda.. eh..
best - sinas mta iyo, gadavirie ise momevcona. mara dzneli asafofxebeli tua, an nu raghac becvis xidebi da raghaceebi me pas... simaghlis shishi maqvs :D

ჩორვენი¹³ said...

cool ukve meored vkitxulob ki arada vigeb egvipteshi mogzaurobis istorias erti chema zmam da dedam momiyvnen da meore exla a cavikitxe minda casvla magram rom cxela eg ar mxiblavs :D xoda egvipteze imdeni maqvs nascavli rom faqtiurad vizualurad unda vnaxo mxolod liveshi ra :D

Natalia said...

ველქამ ბექ, დე :)

ფეისბუქზეც ვნახე ფოტოები :))

ნან said...

რა კარგი იყო. ძალიან სასარგებლო პოსტია

OTO said...

საუკეთესო კუდა ხარ რომ მოხვედი : )

nati kuda said...

ან, ძნელი არაა, უბრალოდ დამღლელია, მაგრამ შეისვენებ ხოლმე. წადი აუცილებლად.

მარიამ: ჰოდა თუ ისტორია იცი, ბევრად სასიამოვნო იქნება ნახვა.

ნატალია: :*:*

ნან: მადლობა

ოთო: იმიტომ გაიქეცი?! :))

Toma said...

ვაიმე, ვაიმე რა მაგარია!!!
სინას მთაზე გადავირიე!ფბ -ის სურატებში რომ ვნხე ვიფიქრე კიდეც ნეტა სად ცივა ასე ძალიან თქო.

უმაგრესია.
სასტუმრო რა ღირდა? ორჯერადი კვება ძააალიანაც რომ მშვენიერია. თან დილას და სარამოს.

OTO said...

Shame on me !!!

(მეგონა მოგისწრებდი :D)

nati kuda said...

ტომუშკა: 470$ გადავიხადე ფრენა-სასტუმრო-ტრანსფერში
200$ ტურებში
და დანარჩენი სახარჯად

Keti said...

მაგარია!!
და ძალიან კარგი ინფორმაცია იყო, საინტერესო. ყოველთვის მეტს იგებ ასეთი მონაყოლიდან..

მინდა პირამიდების ნახვა :))

babisa said...

ise dawvrilebit da kargad dawere, guli ar mwydeba rom me dawera damezara, mshvenieria
kiara
me kveba zalian momwonda :D :D