25.5.09

Ha!


შვებულება ავიღე. ხვალ დილით აბასთუმანში მივდივარ. დღეს შუადღემდე მიხაროდა, დავისვენებ, გავერთობი_თქო, მაგრამ ბოლო წუთს მოვიდა შოთა და ოცნებებში ჩამიკუკა. დამიმესიჯა, აღარ მოვდივარ, საგარეჯო უფრო მიყვარსო :| ახლა ბარგიც კი არ ჩამილაგებია, არც სიხარულს განვიცდი.
დილით როცა გავიღვიძებ, ავდგები. სად მეჩქარება. აღარ იქნება მარშუტკა? ნუ იქნება, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. ახალციხეში წავალ, იქიდანაც თუ არ იყო ტრანსპორტი, ერთი დღე დავრჩები და დროც უფრო მალე გავა. ასეთ პესიმისტურ განწყობაზე არ ვყოფილვარ რამდენი ხანია..
სუფთა ჰაერი, აუზი, წიგნი, ძილი, სირბილი, ტყე, ბევრი გზა არსაით..იქ ახლა ძალიან ცივა. წავედი..
It's not over.. by Talvin Singh

5 comments:

Anonymous said...

უი, ამ სორყ
მარა ნუ ინერვიულებ
მთავარია რომ მოეშვა და დაისვენო

Keti said...

უი...:(
მაგრამ მთავარია, ეგ განწყობა მოიცილო. რა იცი და სხვაგან უკეთესი დრო გაატარო? :) კარგ დასვენებას გისურვებ!

ntvare said...

წადი, აუცილებლად წადი! ეხლა თუ არ გაქვს კარგი განწყობა, იქ აუცილებლად მოგივა :ყეს: ბოლოსდაბოლოს აბასთუმანში ობსერვატორიაა და ერთი ღამე იქ შეგიძლია გაატარო :უსერ: :ჩემიბავშვობისოცნება: :უსერ:

Anonymous said...

au magaria abastumaniii
observatoriashi ra xania minda gavixedo , mara ver.
hoda midi da aixdine chemi ocnebac :D

nati kuda said...

veni vidi vici :D:D