25.3.09

ჰმ?!

დღეს მითხრეს, რა არის, სულ მოწყენილი ხარო და დავფიქრდი ამ საკითხზე.
ბუნებით არ ვარ მხიარული, ვაღიარებ და ამის დამალვა აზრადაც არ მომსვლია, ან როგორ გინდა დამალო? არასდროს ვიჩენ ინიციატივას. თუ გარშემო მხიარულობენ, მეც მშვენივრად ვერთობი, მარა თავს არ ვიდებ არც ლაპარაკით, არც ანეკდოტების მოყოლით. ჩემთვის ყოფნა მირჩევნია, წყნარად. საუბარს მოსმენას ვამჯობინებ, მითუმეტეს თუ გარშემო უცნობი ან ცუდად ნაცნობი ხალხია. ნუ რაც ვარ, ეს ვარ. მაგრამ დღეს ბრალი დამდეს მაშინ, როცა ჩემს გარდა ოთახში არსებულ ხუთ კაცს ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. ვერ გავიგე, მე რა უნდა მექნა? ჯამბაზი ვარ თუ გიჟი? ვიჯექი ჩემთვის წყნარად და ამის გამო რატომ უნდა მისაყვედურონ, ვერ ვხვდები :|
აი, მერე სახლში რომ მოვდიოდი, მარშუტკაში დავფიქრდი ამ საკითხზე და ცოტა მეწყინა..

და შოთა მომენატრა. აქ რომ იყო, შეიძლება კვირის მანძილზე არც გამხსენებოდა, არც მოვეკითხე. ახლა კიდევ ერთი კვირაა რაც წავიდა და მენატრება :( თან არასდროს მსაყვედურობდა მოწყენილობის გამო.

საკმაოდ ერთფეროვანი ცხოვრებით ვცხოვრობ, არ მინდა, მარა ასე გამოდის. და დღეს ერთი პირობა ისიც გავიფიქრე, საოცრებები არ ხდება, არც სიურპრიზებით ვარ განებივრებული და არც ბედი მწყალობს მაინცდამაინც_თქო, მარა რაც მოვედი, ქეთევანი სახლს აწკრიალებს და ერთხელაც არ უთქვამს, მომეხმარეო.. ანუ საოცრებები ხდება?

პ.ს. ჩემი ბლოგია, რასაც მინდა, იმას დავწერ!

5 comments:

Keti said...

იცი, როცა პირველი აბზაცი წავიკითხე, გავბრუნდი და შენ პროფილში შევიჭყიტე. აღმოჩნდა, რომ ერთი ზოდიაქო გვაქვს. ზუსტად ასეთი ვარ :)
ალბათ ცოტათი მაინც – ზოდიაქოს ბრალია :)

nati kuda said...

შეიძება, ზოდიაქოების არ მჯერა, ვერაფერს ვიტყვი : )

Keti said...

არც მე ვარ დაინტერესებული, თუმცა საკუთარი ყურადღებით წავიკითხე და მსგავსი თვისებების სხვა ადამიანებთან აღმოჩენას ამას ვაბრალებ ხოლმე :)

Natalia said...

ამ საკითხშიც დაგემსგავსე დე :D :*

Toma said...

საოცრებები ხდება :ჵ
ხოდა შენი ბლოგია და სრული უფლება გაქვს ის წერო რაც გინდა :) არამარტო შენს ბლოგზე :) :ჵ