10.2.09

რა სარგებლობა მოაქვს დასვენებას?

გძინავს რამდენიც გინდა, აკეთებ რასაც გინდა და როცა გინდა..
აი, ძილი არ გამომივიდა ამ უიქენდზე. რატომ? რა ვი, ადრე მეღვიძებოდა, მაგრამ დავისვენე, მშვიდი და სასიამოვნო დღეები იყო. კვირას ნათიასთან გავედი. შეპირებული ნამცხვარი არ დამხვდა, მაგრამ კაკაო დამალევინა დიიდი ჭიქით :love: მერე ნინაც შემოგვიერთდა და წამოვედი კიდეც.
მეოთხეში გავედი. ვეღარ ვიტან იქაურობას. ჩემთვის არასდროს სცხელათ და ახლა ხომ მითუმეტეს. უკან ვიჯექი მიყუჟული, შეუმჩნევლად. მერე გიჟების ოჯახთან ერთად მანქანით ვისეირნეთ და მეც დამსვეს. საუკუნეა საჭეს არც კი მივკარებივარ :D როგორ ვატარე?? მმ.. კომენტარისგან თავს შევიკავებ :D

დღეს კიდევ დილიდან ისეთ ზარმაც ხასიათზე გავიღვიძე და ისე მეძინებოდა.. მარა სინდისმა არ ქნა day offი რომ ამეღო და წავედი სამსახურში. მერე ტორტები მოიტანეს და შამპანიურები. ზუსტად 2 ყლუპი დავლიე და იმოქმედა, მოვიწყინე, მოვითენთე. ვარჯიშზე კინაღამ ჩამეძინა, არადა გამალებით ვიქნევდი ხელ–ფეხს :D

თორნიკემ ტატუს გაკეთება გადაწყვიტა და 3 დღეა საიტებს მივედ–მოვედები, ვათვალიერებ. ჩემთვისაც მომწონს რამდენიმე, მაგრამ სამუდამოდ რომ უნდა გქონდეს, ეგ მომენტი არ მომწონს. ოდესღაც ხომ დავბერდები და ნაოჭები გამიჩნდება და სად ვეძებო ჩემი ტატუ? მარა ლამაზია. ვიფიქრებ კიდევ.. ან ზაფხულში მზის სვირინგი, არიგინალ'ნო, ა?



Arvo Part–ს ვუსმენ. ისეთი მშვიდია..

7 comments:

Toma said...

არის ტატუები რომლებიც შეიძლება 6 დან ერთ წლამდე ატარო. ანუ სულაც არაა სავალდებულო მთელი ცხოვრება გქონდეს :)

nati kuda said...

საქართველოში აკეთებენ ვითომ?

Toma said...

წესით უნდა გააკეთონ. გაიკითხე :)

Anonymous said...

droebiTi tatu miTia .) that's for sure :yap:
xoda exla namcxvarze, ver movaswari kudik. samagierod i promise, uaxloes shabat kviras aucileblad winaswar movimarageb sawiro masalebs da shen da ninas dagpatijebt :)

Anonymous said...

ჰოდა, მე კიდევ გვიან გამოვიხედე შენსკენ და გიცანი და გაგეკრიჭე, მაგრამ უკვე ვცდებოდით ერთმანეთს და მე ვიფიქრე ალბათ ვერ მიცნო-მეთქი:( ჰოდა შენი პლაში ძალიან მომეწონა, გიხდებოდა და მაგარი ფერი იყო და კიდევ ძალიან კარგ ფორმაში ხარ... გამხდარი (როგორ მოახერხე? მეც მინდა) და რამდნეიმე დღის წინ შენი ბავშვობის ფოტო რომ არ მენახა (შენმა დამ მაჩვენა და მითხრა ახლა ისევ ასეთიაო) მართლა ვერ გიცნობდი:) გამიხარდა რომ დაგინახე:)

OTO said...

Disgusting Rococo ass : D

Toma said...

her/mein - კაი კაცო, ეგ როგორაა მითი თუ არსებობენ ადამიანები ვისაც ქონდათ/აქვთ ასეთი ტატუები?

nati kuda- გაიკითხე მანდ სალონებში.