1.12.08

Michael Kenna

დღეს შემთხვევით მაიკლ კენას ლექციაზე აღმოვჩნდი. თავიდან მეგონა, კინომატოგრაფისტი იყო და რამე ფილმს გვაჩვენებდნენ. მერე იაპონური ტიტრები დავინახე და მეთქი დაგვერხა. მაგრამ სულ სხვა რამე აღმოჩნდა..

მაიკლ კენა, ბრიტანელი ფოტოგრაფია. დაიბადა ირლანდიაში, ღარიბ კათოლიკურ ოჯახში. მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყოლია. პირველი ფოტო 9 წლის ასაკში გადაუღეს. საყვარელი ბავშვი ყოფილა : )
ათი წლისას მღვდლობა გადაუწყვეტია და კათოლიკურ სემინარიაში შეიყვანეს. მაგრამ ზრდასთან ერთად მიხვდა, რომ სხვა რამეც არსებობს ამქვეყნად, მაგალითად ქალები.. და გადაწყვიტა ხელოვნებას გაჰყოლოდა.
მას შემდეგ ბევრს მოგზაურობს, იღებს ფოტოებს ყოველთვის შავ–თეთი ფირით. ერთიდაიგივე ადგილას ბევრჯერ ბრუნდება და სხვა კუთხით, სხვა ხედვით იღებს. არჩევს ადგილს და იღებს როგორც დილით, ასევე ღამით. ფოტოები კი სულ სხვადასხვაგვარი გამოსდის.


Chess Board, Wimereux, France. 2000

უყვარს თოვლი, სიწყნარე, სიჩუმე, მარტოობა. ფოტოებში სიღრმე იგრძნობა. სევდიანია, მაგრამ არ გტვირთავს, პირიქით, თითქოს კადრში შედიხარ და მშვიდდები. თავს რელიეფის ფოტოგრაფს უწოდებს, იმიტომ რომ ადამიანებს არ უღებს, მხოლოდ ბუნებას. ფოტოებში მხოლოდ შემთხვევითი გამვლელები თუ მოხვდებიან.
ხალხმრავალ ადგილებში ჩადის ხოლმე, ოღონდ მაშინ როცა არავინაა. მაგალითად ზღვაზე მხოლოდ ზამთარში, როცა გარშემო თოვლია და წყალიც ყინულითაა დაფარული. ყველაზე მეტად საფრანგეთი და იაპონია ხიბლავს.


Birds on Poles, Bewa Lake, Honshu, Japan. 2001

გადაღებული აქვს საკონცენტრაციო ბანაკების ციკლიც. როგორც აღნიშნავს, ეს საკმაოდ მძიმე იყო მისთვის. რამდენიმე წელი უბრუნდებოდა იქაურობას, თან მაშინ, როცა გერმანიაში ბერლინის კედელს ანგრევდნენ. მაგრამ ვალი მოვიხადე ხალხის წინაშე და გავთავისუფლდიო.
ეს ყველაფერი თავად მოყვა ფოტოების ფონზე. მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქვს, სუფთა.


Night Storm, Hautevillers, France. 2001

ამ ფოტოს სახალისო ისტორი აქვს. მდელოზე წამოვწექი და ჩამეძინაო. წვიმა დაწყებულა. დასველებულა ისიც და აპარატიც. მაგრამ ჭექა–ქუხილი რომ დაუნახავს, აღარ შესულა ქარხანაში (შამპანურის ქარხანაა) და სირბილი დაუწყია კარგი კადრის გადასაღებად. საბოლოოდ ბედმა გამიღიმა და აპარატის დასველების სანაცვლოდ ეს ფოტო გამომივიდაო : ))
გზები უყვარს კიდევ და ბილიკები. ცდილობს გეომეტრიული სიზუსტეები დაიცვას. ჰო, კიდევ სიმაღლეები უყვარს. საფრანგეთში სასახლეზე აძვრა და ძალიან მაგარი ფოტოებიც გადაიღო, მაგრამ ამ საიტზე ძალიან მწირი გალერეაა და სამწუხაროდ ბევრი ის ფოტო არ დევს, რომელიც დღეს ვნახეთ.
ყველაზე მეტად რაც მე და თორნიკეს მოგვეწონა:


Appolo_Study

ეს.. 8 საათიანი კომპოზიცია. დატოვა კამერა და უცდიდა როდის ამოვიდოდა და გადავიდოდა მთვარე. ლამაზი კადრია ძალიან. მსგავსი ბევრი აქვს.


ჰო მართლა, კომერციულ ფოტოებსაც იღებს, აბა შემოსავალი ხომ უნდა, ოჯახსი ჰყავს ადამიანს : ) ბევრი ცნობილი ბრენდისა თუ მარკის რეკლამა აქვს გადაღებული: Mercedes, Nissan, BMW, Infiniti, HSBC, DHL, Range Rover, Volvo და კიდევ ბევრი. და ყველა მათგანში დაცულია მისი სტილი: ადამიანები თითქმის არსად, ყველგან ბუნება, პეიზაჟები, აქაც შავი და თეთრი, ხანდახან 'სეპიაც'. მოკლედ, კენი თავს არ ჰღალატობს ფულის სანაცვლოდაც კი. ალბათ ამიტომ უფრო მომწონს.
ესეც ერთერთი მათგანი, Saab–ის რეკლამა:



სხვადასხვა ნაშრომებისა თუ წიგნების ავტორია და ჯილდოებიც აქვს მიღებული. კარგი კაცია, ნიჭიერი. ალბათ კარგია, რომ სემინარიას მოეშვა, თორემ დღეს ლექციაზე ვერ მოვხვდებოდი და არც ამხელა სიამოვნებას მივიღებდი. მოკლედ, თუ დაინტერესდებით, ხვალ 6 საათზე ქარვასლაში მისი ფოტოები გამოიფინება და შეგიძლიათ დაათვალიეროთ. თუ ვერ შეძლებთ, მის ვებგვერდს მაინც ეწვიეთ http://www.michaelkenna.net/

3 comments:

Pink Panthere said...

მომეწონა!

ჩორვენი¹³ said...

naT qarvaslashia dges gaixsna gamofena uechveli unda naxo
dorbliani davdivar mtelisagamoa!!
umagresia dacema da gafshekvaaa

3000$ girs bliaz esrti fotooo ;(
namus aaqvs axla magas?

Keti said...

ძალიან საინტერესო იყო. შესანიშნავი ფოტოები აქვს!