28.12.08

ჩემიფეხები

09:35 AM
–გოგო სად ხარ?
–მძინავს.
–არ მოდიხარ?
–არ ვმუშაობ დღეს, სოფიას დაურეკე!
მშვენიერი დასაწყისია დღის, როცა ტკბილი ძილიდან უცებ გაფხიზლებენ :(

03:30 PM
"უი, 50 ნომერი, ბარემ გზაზეც გადამიყვანს"– გაფიქრება და ხელის აქნევა ერთი იყო. ორიოდე წუთში კი ვინანე და მომდევნო 40 წუთი თამარ მეფის ხიდზე გავატარე.

06:30 PM
ჰმ.. არც თუ ისე მონატრებული ჯგუფელები, სახეზე აკრული ყალბი ღიმილებით, რესტორანში ათასი რჯულის ხალხი.. "მე ყველაფერს ვაკონტროლებ".. მარა კომპლიმენტები მესიამოვნა, რგორ გამხდარხარო :)) გადავწყვიტე არ მომეწყინა და ჩემდა გასაკვირად ქუსლებზე აბობღებულმა ცეკვაც კი მოვახერხე :))

11:07
–წავიდეთ?
–წავიდეთ!
ავიბარგეთ მე და გიო და წამოვედით. ჩვენი ჯგუფი კიდევ 5 წელი ვერ გაიზრდება ასაკის შესაბამისად.. მკაცრად გადავწყვიტეთ, რომ მომავალი 27 დეკემბერი ჩვენს გარეშე ჩაივლის. არადა არ დამიჯერა, როცა გავაფრთხილე, არ მოგვეწონება_თქო.
ტაქსისტი შეგვხვდა დებილი. სოლოლაკამდე გიორგიმ ასწავლა გზა, მერე სოლოლაკიდან კოლმეურნეობის მაგივრად ჯერ ისევ ვაკისკენ გაუხვია, მერე მოვაბრუნე და ლესელიძეზე ჩავიდა :| ბოლოს ძლიივს მივედით კონკასთან.

11:56 PM
night office.. რა მინდოდა, არ მკითხოთ. ტაქსიში ჯდომისას შოთამ დამირეკა, წამოო. და წავედი. მანქანიდან გადასვლისთანავე ვინანე, მარა გავრისკე. იმაზე უარესი იყო, ვიდრე წარმომედგინა. აჟიტირებული ბაცნები :| არაჰ, კლუბი არაა ჩემთვის. ცოტა ხანს გავუძელი, მერე ავიბაგრგე და წამოვიბარგე. ჩემს გაცილებას გოგოების შებმა არჩიეს და მარტო წამოვბოდიალდი.

12:11 PM
ტერფები მტკივა.

1 comment:

Kate said...

გულწრფელად შემოვედი შენს ბლოგში კიარადა და მდგომარეობაში...
იგივე დღეში ვარ მე ზუსტად. ნოემბრის ბოლოს ჯგუფის ქეიფი...სრულიად არაფრისმთქმელი...დილით ზარი სამსახურიდან... :mo: