1.9.08

შემოდგომა დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო : )

ისე მძაფრად გაშემოდგომდა.. გრილოდა სასიამოვნოდ, შემცივდა კიდეც, თან + თავთან დამონტაჟებული კონდიციონერიც და უკვე ცხვირში ვლაპარაკობ.

დღეს საშინლად შემიპყრო პატრიოტულმა სულისკვეთებამ და ბუ წავიყვანე, ჯაჭვში უნდა ჩავდგეთ_თქო, მარა ჯაჭვის კეთებაც რომ არ ვიცით, სრული ქაოსი იყო.

სამსახურშიც საშინლად მოვიწყინე. მირჩევნია ბევრი ზარი შემოვიდეს, ვიდრე ასე, უსაქმოდ ვიჯდე. ზეგ თამაშებს წავიღებ და ფილმებს. დროს მოვკლავ იმედია.

ფორუმი ჩაირთო, მაგრამ ჭედავს. გამიხარდა? რავი, ურეაქციოდ შევხვდი უფრო. დაპოსტვა ვცადე, და ბოდიში, მარა გავითიშეო :ლოლ:
ბლოგებს გადავხედე. კარგი დრო უტარებიათ შეკრებაზე.

განწყობა: მოვიწყინე.
მიზეზი? რავი..
რას ვგრძნობ? can't smile without you : )
soundtrack: Carousel

12 comments:

Sweet said...

can't smile without you იცი სიმღერა? :))

მაგარი სიმღერაა.
აუ კუდ, ნასყიდას ტელეფონი კიდე ერთხელ მომე რააა....

მაშინ არ ჩამიწერია როგორც ჩანს :(

Anonymous said...

coffee time dear .)

chamovchanchaldi quteisidan da sanam batumshi wavsulvar moi
.D

Sweet said...

აუ კუდ, Following-ჳ დააყენე რა შენს ბლოგზე. მინდა რომ ჩაგიდგე ნაკვალევში :))

http://marushkin.blogspot.com/2008/08/followong-blogtwitterreader.html

nati kuda said...

მარი: ვიცი, ხო, წინა პოსტი ნახე ჩემი, ეგ სიმღერაა, ოღონდ ფილმიდან : )

ჰერმინე: ჰო, ზუსტადაც რომ დროა : )

Unknown said...

რა სუყველა მასეა :მო:

Anonymous said...

სასიამოვნოდ გრილოდააა? ვერ ვიტან სიცივეს :( და პანიკაში ვარ :((( მზე მინდა, დიდი და თბილიიიიიიიიიიიიიიიიი

Dr. Muraki Kazutaka said...

მიყვარს შენს და ჰუმანოიდის ბლოგებზე შემოსვლა, კარგი პოსტები მხვდება ხოლმე. ზეპირადაც კი ვისწავლე ორივე მისამართი, მაგრამ ჰუმანოიდისაზე სულ მავიწყდება რამდენი 'ბლა-ბლა' უნდა :)
თქვენ ქაოსურ ჯაჭვში მაინც ჩადექით, აქ კი ომი ისე დამთავრდა ხელის ჩაჭიდება ვერ მოვასწარით. დარჩა კითხვისნიშნებიანი ზნაჩოკი და სიმღერა(საშემოდგომოდ)
Эх... Половина меня - долбоеб, а вторая - распиздяй...
http://files.ge/file/325523/06-----------------------------mp3.html

nati kuda said...

Dr. Muraki Kazutaka : მე კიდევ შენი კომენტარის დანახვა მიხარია, დოკ : )


გავცივდი : (

Keti said...

ნათი,იმედია, მალე გაგივლის გაციება!

მართლა რა კალენდარული სიზუსტით შემოიჭრა შემოდგომა... :)

Anonymous said...

გეს კარგი ამინდი იყო..
მაგრამ ზაფხულის უკვე აღარ
ზუსტად დადგა რა :უსერ:

Dr. Muraki Kazutaka said...

დამეხმარე ნათიკუდა, ან ვინმემ ვიც იცის რა...
ჩემ ბლოგზე ძალიან ადრე გავთიშე საერთოდ კომენტარის დატოვების ფუნქცია, ხოდა ეხლა მჭირდება და ვერ ვრთავ :(
ვინმემ არ იცის?

nati kuda said...

Dr. Muraki Kazutaka: მოოკლედ: Settings -> Comments -> Show მონიშნე და ქვემოთ ჩაჰყევი, კიდევ იქნება რაღაც სეთინგები ასარჩევი :*