23.8.08

უუუმნიცა 3

და-და-და დაააააა
მოვრჩი მოვრჩი მოვრჩი

გუშინ ბოლო ტესტი მქონდა სოსიეტეში, 15_ში რომ უნდა დამეწერა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ერთი კვირა შეგვიჩერეს ტრენინგები და.. იყო კურიოზებიც და ანტიკურიოზებიც. ტესტის ბოლოს თავისუფლად ამოვისუნთქე და ყველანაირი დაძაბულობა მომეხსნა. კრუუტა : )

კურიოზი 1: მოკლედ, ტესტი მეტად სახალისო იყო, იმიტომ, რომ.. იმიტომ, რომ რაც არ უსწავლებიათ ის მოიტანეს და გარტყმით ვხაზავდით, ან კიდევ ისე გაუგებრად ეწერა პირობები, რომ ტრენერებმაც ვერ გაიგეს და მაგათ გადაახტითო.

კურიოზი 2: ორ ჯგუფად გაგვყვეს: 10 და 12 საათზე იქნება ტესტიო. მივედით 10_ზე ნახევარი ჯგუფი, დავწერეთ ტესტი და უკანა კარით გაგვიყვანეს, რომ მეორე ჯგუფს არ შეხვდეთ და პასუხები არ უთხრათო. ჩვენი პასუხები 15 წუთში უნდა ყოფილიყო და ველოდებოდით. გავიდა 15, 20, 25 წუთი.. და გვახარეს, რომ რაღაც გაუგებრობის გამო ჩვენი შედეგები არ შენახულა და ტესტი თავიდან უნდა დაგვეწერა : )))

ანტიკურიოზი: ’არასპრავედლივი’ ხელი მომხვდა. ერთი გოგოა, პირველივე დღიდან არ მომწონს, რაღაც რავი, არ მომწონს, რა. ხოდა გუშინ მთელი ტესტის მანძილზე შემაწუხა ნი ტოტ სლოვა, ამაში რომელია და იმაში რომელია. მე კიდევ ვერ ვიტან როცა რამეზე ვფიქრობ და მაწყვეტინებენ და ისეც არ შემიძლია, როცა მკითხავენ არ ვუპასუხო. და მოკლედ, ძალიან დამღალა. რომ დავწერეთ ყველამ ტესტი, მერე მეუბნება, იციო იმაში არასწორად გიწერიაო და მართალიც იყო. მეთქი მერე რატომ არ მითხარი_თქო და რავიო, ისე შეგაწუხეო და ისეთი სახე გქონდაო, რომ შეგეშვიო. ლოლ. საშინელი შეგრძნება იყო, აი, რომ გამოგიყენებენ. საშინლად ვიგრძენი თავი და ვუთხარი კიდეც. გავბრაზდი, ძალიან გავბრაზდი. ისედაც არ მომწონდა და ახლა ხომ მითუმეტეს. იმედია ჩვენი სამუშაო დღეები ერთმანეთს არ დაემთხვევა

შედეგები: 88 ქულა მმმშვენიერია და ორშაბათიდან საქმეს შევუდგები


პ.ს. პირველი ხელფასი სულ ტანსაცმელ-აქსესუარებში უნდა დავხარჯო_თქო, გადავწყვიტე და გუშინ იმდენი რაღაც შევარჩიე გამოსაწერად, რომ აშკარად არ მეყოფა

პ.პ.ს. დღეს დილიდან მაღაზიებში ვიბოდიალეთ მე, ქეთომ და გიომ, გიო გავამზითვეთ უკრაინისთვის. ისეთი რამეები ვაყიდინეთ, რომ გული მიგრძნობს სულ გადარევს იქაურ მდედრებს და მალე ბებია გავხდები

პ.პ.პ.ს. ამდენ ბოდიალს უშედეგოდ არ ჩაუვლია, საჩუქარი მეც მერგო - შარვალი ©MANGO

20 comments:

OTO said...

უუუუუმნიცა 3 - მა (THE FINAL უმნიცამ) ცოტათი დაიგვიანა და გვანერვიულა :ბოლიwood:

Well done ! ! !

:HAPPY JUMPING SMILEY:

nati kuda said...

ვღირვარ ნერვიულობად :)))
:ნარცის:

Keti said...

უი, რა კარგია!
გ ი ლ ო ც ა ვ ! :)

Kate said...

გიოცავ, კუძიკ.
ძალიან გამიხარდა.
აბა შენ იცი, ასე გააგრძელე და მეც შენი წყალი გადმომსხმოდეს.
რაც მეეჭვება, მაგრამ მაინც.

პერწკლი said...

გილოცავ
შე ჭკვიანო

მპუ :user:

Dv0rsky said...

ნუ გეშინია სამუშაო დღეების განაწილების, იმას არ მიიღებენ სამსახურში :)

nati kuda said...

ქეთ: მადლობა :ტან:

ქეთ789: გადმოგესხმება :)) :წყლის_გადმოსხმის_სმაილიკი:

პერწკლ: 2მპუმპუ

დვორსკი: ლოოოლ :))))
გმადლობთ გამხნევებისთვის : )))

Kate said...

მოკლედ, ხვალ დაგირეკავ და შენ გიკითხავ. :)

Anonymous said...

გილოცავ. მაგარია რამე ახლის დაწყება. ის გოგო იმედია არ მიიღეს :)))))
ძალიან კოშმარია ეგეთი თანამშრომელი

jaco said...

ეეეე, გილოცავ!:)

Jenny said...

ვააა გილოცავ!!!!!!!!!!!!!!!

უი ის გოგო რა შათლახი ყოფილა წ წ წ

წარმატებები!!! :jump: :jump:

Sweet said...

@her/mine, ამას თუ ნახავ, სკაიპში ჩამამატე ან მსნში. გიცნობ ^_^

isabelwolff
babymisscare@hotmail.com

Sweet said...

@her/mine, აა, ახლა მივხვდი რომ შენ კი არა ნათიას ვიცნობ. კუდა ნათჳას არა მეორე ნათიას...

დამიკავშირდეს როგორმე ჰაა?

მარიამ ბლანკი¹³ said...

კონკრატულაციონს!!!


:ჯუმპ:


მე კიდევა მგონია უმუშევარი ვარ :დ ჯერ არ გამირკვევია ლო ლ :)

Unknown said...
This comment has been removed by a blog administrator.
Lasha Gabunia said...

გილოცავ კუდიკ! :jump: თუ რამე, მეც ვეძებ სამუშაოს და გაითვალისწინე. არ ვიცი ინგლისური, მარა ეროვნული ცნობიერება მაქვს. :D გამოჩნდი ბეჩა, ამოისეირნე, როცა მოახერხო. :)

nati kuda said...

madloba yvelas yvelas :*:*:*

is gogoc miiges da 2 dgea cdilobs chemtan kontaqtshi shemovides, mara.. :-"

laash: tu rame iyo, getyvi : )) shokoladolog :2kiss: ai, xval gavigeb rodis sad ratom.. da mere dgegamoshvebit mecleba : ))

Kate said...

აუ იცი, რომ მე საერთოდ არ მექნება ეგ ტრენინგები???
ანუ რახან პირდაპირ ვმუშაობ, იმიტომ.
შესაბამისად, არც ეგ ტესტირება მექნება მგონი.

nati kuda said...

kate: mere testi tu ar geqneba magas ra sjobs, da treningebi kidev didi araferi, praqtikit mets iswavli bevrad, damijere : ) tan baza gaqvs ukve shen da ar gagichirdeba

Kate said...

ხო, თან მე შარშანაც ხომ ვმუშაობდი და მაგიტომ. და ეგრევე დამსვეს.

მაგრამ, რომ იცოდე რა გაურკვევლობაში ვარ რა...:S :S :S
აზრზე არ ვარ რას მიპირებენ...