24.6.08

საჩუქრებიი

მზიკოს (ანუ დედაჩემეს) ახალციხიდან 2 საჩუქარი გამოუგზავნეს. სამსახურიდან წამოვიდა და ოღონდ შენ არ მოიწყინოო.. დღეს დილით 2 შვილიშვილი ჩასვეს მანქანაში და გამოუშვეს : )) ოღონდ არ შეგეშინდეთ, ბარგი ძალიან ბევრია, მაგრამ დიდხანს არ აპირებენ დარჩენასო : ))

 ანი, 5 წლის. ამაზე ადრეც ვილაპარაკე. ეს არაა პრობლემა, სამი კვირა გვყავდა და ერთხელ არ უთქვამს, სახლში მინდაო.

 სანდრო, ჩემი შვილია, 6 თვის რომ იყო, მომიყვანეს და მიხედეო : )) სამი კვირა ვდედობდი და.. დედას მეძახდა    2 წლისაა და რავი, უხარია, მზია ბებოსთან მივდივარო.. 

ჰოდა..წავედი ახლა, სახლი მოვამზადო, გასატეხები ავწიო, დასაკარგები გადავმალო, სათამაშოები ჩამოვაწყო (თორემ მაინც ჩამოყრიან) და... წავედი, ჰო.

აურზაური იწყება ოჯახში   + ინტერნეტი მეთიშება რამდნეიმე დღით.

თუ გადავრჩი, დავწერ რამეს   

4 comments:

sabaha said...

aaa სანდრო რა კაცია :ლოვე:
ჰალსტუხიიიიიიიიი : ))))
:ლოვე:

nati kuda said...

ჰო : ))
ახლა სძინავს და დავალება მომცა ოჯახმა, იხმაურე,რომ გაიღვიძოსო : ))

Jenny said...

kruta :D

nati kuda said...

ხვალ მიდიან : ))
მგონი, რავიჰ. მშობლებმა მოგვენატრნენო.