27.5.08

Róisín Murphy

ემოციებით ვარ დატვირთული. ახლა შემოვედი სახლში როშინის ლაივიდან. ეს ჩემთვის პირველი ლაივ–კონცერტი იყო, ნუ თუ არ ჩავთვლით აგუტინს, ვარუმს და ჯეიმს ბრაუნს :ვაგლახ: (c)
ნუ, ხალხზე რაიმეს თქმა ზედმეტია, ბნელა საქართველოში, ძალიან ბნელა. "არიქა, უფასოა და წავიდეთ დროზე" პრინციპით მოსული აჟიტირებული თინეიჯერობა და არამარტო. შეძახილები: "ის შუანა რა მაგარი ქალია, ბიჯო"; "ეე, ამას მგონი ლიფი არ აცვია".. 

მაგრამ როშინმა მართლა შეგვისრულა : )) ძალიან მაგარი იყო, ზე–ენერგიული ქალია, ბექ–ვოკალებიც კარგად ხალისობდნენ, ბენდიც გიჟობდა. მოკლედ, ენერგია მოდიოდა და მოდიოდა. ჩემნაირი ცეკვის მოყვარული რომ აყვება, ეს უკვე ხუმრობა არაა = ))) თან არ ეკიდა საქართველო, ეგ ფაქტი აღსანიშნავია. ნუ რაში გამოიხატებოდა ახლა ეს? რაში და თუნდაც იმ პატარა დეტალებში, ტანსაცმელს რომ უცვლიდა: ქუდები, ქამრები, კაშნეები, ხელთათმანები..

კარგი იყო. ამინდმაც გადმოგვხედა, მთელი კონცერტის მანძილზე არ უწვიმია, მაგრამ ფეიერვერკების გაშვება და წვიმა ერთი იყო. უი, ყველაზე მაგარი, ფეიერვერკების დანახვაზე ვიღას ახსოვდა შენი ირლანდიელი :ბნელა:

ჰო, ცოდა რამ თავად როშინზეც:

Róisín Marie Murphy



დაიბადა 1973 წლის 5 ივლისს, ირლანდიაში. 1994 წელს შეხვდა კომპოზიტორს, პროდიუსერს, ბასისტს და ა.შ. Mark Errington Brydonს ერთ–ერთ წვეულებაზე.  ინიციატივა როშინისგან წამოვიდა კითხვით "Do you like my tight sweater?", შემდეგ სტუდიაში გადაინაცვლეს და ჩაწერეს ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი.

შემდეგ მოჰყვა სხვა ალბომებიც, სინგლებიც.. პოპულარობა კი სიმღერამ  Sing It Back მოუტანა.
მარკთან რომანი კრახით დასრულდა. როშინმა კი სოლო კარიერას მიჰყო ხელი და 2 ალბომიც ჩაწერა:
2005: Ruby Blue
2007: Overpowered



ვზივარ ახლა და 2007 წლის ალბომს ვუსმენ.. კარგი იყო ( :

1 comment:

Dr. Muraki Kazutaka said...

ერთხელ ჩემს ლვოვში ყოფნას დაემთხვა წინასაარჩევნო კამპანია. ტიმოშენკოს პარტიას ქონდა მოწყობილი კონცერტი. კონცერტზე გამოსული ჯგუფების უმეტესობა 'ჭეშმარიტი უკრაინული გოთიკის მიმდევრები' იყვნენ. როგორც კონცერტი საკაიფო იყო, მაგრამ ხალხის უმრავლესობას რაღაც არ ეტყობოდა როკი და მითუმეტეს გოთიკა ცოდნოდა რა იყო :)
წვეტიანი ფეხსაცმელები, სპორტული შარვლები, შავი ტყავის ქურთუკები, კენგოლის ან ჩვეულებრივი კეპები... მოკლედ ჩვეულებრივი 'გოპნიკები'.
ბელგიაშიც მახსოვს დაახლოებით მასეთ კონცერტი. ყველგან მასეა. უფასო ყველგან, ყველაფერი და ყველასთვის სასიამოვნოა :)