25.5.08

It starts with a coffee

ნუ, ეს უკვე ტრადიციაა. თავს წამოვყობ ლოგინიდან კვირას და მაშინვე ყავა.. იმედი მქონდა ნაყინი დამხვდებოდა მაცივარში, и зря.
სველი თავით კომპს მივუჯექი და არ ვიცი რა ვაკეთო. მაგის ბრალია აქ რომ შემოვწანწალდი.
ანი წავიდა გუშინ და სახლში საშინელი სიწყნარეა. არ უნდოდა წასვლა, მაგრამ ბაღში გამოსაშვები აქვსო, სურათები უნდა გადაიღონო და ტრალი–ვალი.. პირველში აქ ვარო კი დაგვიბარა. ვნახოთ : )

ვუსმენ: D:\albums\Elysian Fields - Bum Raps & Love Taps (2005)

ვთამაშობ: Minesweeper. ეს ორი კვირის წინ ამოვიჩემე, ინტერნეტი რომ ითიშებოდა ყოველ საღამოს მაშინ და საშინელი შეჩვევა სცოდნია. არ გაეკაროთ !!!
სახლში, სამსახურში..

2 comments:

Keti said...

აი, ვიპოვე :)

ჰო, თითქოს არაფერი და მერე ეჩვევი :)

nati kuda said...

ხო, ძალიან ეჩვევი თან :)