ეს ჩემი თუთიყუშია, მიშა. რატომ მიშა? სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ქეთოს რომ აჩუქეს, უკვე სახელიც ერქვა და ცოლიც ჰყავდა, სახელად სანდრა =)) მერე სანდრა უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და.. გარდაიცვალა. მოიწყინა მიშამ. თავიდან გაბურძგნული ბრელოკი ჩამოვუკიდე გალიაში, იქნებ თუთიყუში ეგონოს და გაერთობა_თქო, მერე სარკეც მივამატე და უსანდრობა ადვილად გადაიტანა.
მაგრამ მარტი მარტიაო და .. მაგრამ ვიტყუები, თებერვალი იყო, ქალი მოუნდა მიშას და რა ექნა. დედის თანამშრომლის თუთიყუშს კიდევ დედობა უნდოდა და კაცს ეძებდნენ, ამიტომ ფერი ფერსაო.. წავიდა ჩვენი მიშა ქალებში 'გაგულავების', გამრავლების და ოჯახში მამის სტატუსით დაბრუნების იმედით, მაგრამ..
მდედრი მიშაზე დიდი და გამოცდილი აღმოჩნდა და დადებული 9 კვერცხიდან ცხრავე ლაყე აღმოჩნდა :კრახი:
დაბრუნდა მიშა ოჯახში დაღონებული, შერცხვენილი და მარტო.. იმის შემდეგ შეიცვალა. არა, ძველებურად ხმაურობს, ნერვებსაც
გვიშლის, ჩვენს თავებზეც დანავარდობს, უბრალოდ მოწყენილია. ალბათ
იქ თუთიყუშებს დაუმეგობრდა და ახლა მარტო
რომ არის.. ქალი უნდა სასწრაფოდ. ხელფასს რომ ავიღებ, ვუყიდი.
დედი უყვარს ოჯახში განსაკუთრებით, ელაპარაკება ხოლმე და ალბათ იმიტომ.
ხო, წეღან თავზე დამაფრინდა, დამასკლინტა და გალიაში შებრუნდა =))
კარგი ბიჭია მიშა
10 comments:
უიუიუიუი საწყალი :))
ლოოლ ძალიან ვიკაიფე მიშას ისტორიებზე :D
аффтар
пешчи ешчо!
пешчи ешчо!–ო
ხოდა
მეტი რაღა
ალბათ ის, რომ 2 დღე შიმშილობდა იმის გამო, რომ საჭმელი გაუთავდა და ყიდვა გვავიწყდებოდა, მაგრამ დღეს ეშველა, ვიტამინიზირებული საჭმელი ვუყიდე უკანასკნელი ათლარიანით (მაგრამ ქვითარი მაქვს და გალიაში ჩამოვუკიდებ, რომ არ დაავიწყდეს =))) ) და ჩემს ხელზე ივახშმა პირდაპირ.
თან ისე ლამაზად გამოიყურება.. ხორბალი, გარჩეული მზესუმზირა, ბანანის, ვაშლის, ყურძნის, მარწყვის ჩირებით :მნიამ: :მნიამ:
და როგორ მშია ახლა შენს კომენსტ რომ ვკითხულობ, იცი? ნერწყვი მომადგა : ) აახ. მიშ, share some food :user:
დოდ, მიშამ მოდიო, დაგპატიჟა :yes:
მიშა მაგადია :))) სიყვარულის დღეს ვულოცავ მიშას და შენც :) ჰუჰ
სიყვარულის დღეს?? რომელ სიყვარულის დღეს? აა, ალბათ გინდოდა გეთქვა ბესო ჩუბინიძის შვილის თუ ცოლის დაბადების დღესო :vis:
i hate this day
ჩემთვის სულ სიყვარულის დღეა
მაგარი ცხოვრება ქონია მიშას :) ეგრე მივლიდნენ რამიჭირს
Vaime. Shens zvel postebs gadavxede dw romeli avirchio gasalinkad, ar vici :-D ra sakaifod wer(di)!!!
Sheni da rogor aris? 27-mde ar gavtxovdebio da ras shvreba?
:-* ♥
ჰეჰე, ქეთოს იცნობ? პრინციპში ვინ არ იცნობს ქეთოს.. :D
კარგადაა, თქვა და შეასრულა, 29 წლის გათხოვდა :D
Post a Comment