2014 წლის გამორჩეული მოვლენები:
- გაყინული კუს ტბა და ბაზალეთის ტბა ახლაც ღიმილით მახსენდება;
- ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ახალი მამაკაცი - ბენჟამენ ბატონი;
- მოულოდნელად მოვხვდი CES-ში (მადლობა ქეთოს), გავიცანი ლადო და სტია. ჩემი გაკეთებული სტიკერი აირჩიეს საგაზაფხულო ფესტივალისთვის, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო ჩემთვის;
- სახლში გადავედით! ეს იყო წლის მოვლენა :D და გადავწყვიტეთ, რომ გაზაფხულამდე არანაირ რემონტს აღარ წამოვიწყებთ (საძინებლები არ დასრულებულა ჯერ);
- მქონდა გამორჩეულად ცუდი დაბადების დღე;
- სამაგიეროდ ძალიან კარგი ზაფხული თორნიკესთან და მეგობრებთან ერთად <3
- პირველად დავთვერი და საკუთარ თავზე ვახდენდი დაკვირვებას. ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა, როცა გონება მუშაობს და ტანი დროს ჩამორჩება. რატომ თვრებიან, ვერ ვხვდები;
- ზაფხულში ჩემს თავს ვაჩუქე კარავი;
- გავიკეთე ტატუ;
- ჩემმა მანქანამ მიმტყუნა უამრავჯერ. ხელიდან მეცლება.
რომ შევაჯამოთ, რაღაც უღიმღამო წელი იყო. არც კარგი, არც ცუდი.
მინდა, რომ ზუსტად ერთი წლის შემდეგ, როდესაც 2015 წელს შევაჯამებ, იმდენი რამ მქონდეს ჩამოსათვლელი (გამორჩეულად კარგების ოღონდ), რომ წერა დამეზაროს :)
და იგივეს გისურვებთ თქვენც!

6 comments:
უღიმღამოო? მე როცა საკუთარ სახლში გადავალ, ეგ იქნება, ალბათ, ყველაზე მაგარი წელი. :D
მართალია, მაგრამ იყო კიდევ მინუსები, თუმცა ეგ იყო წლის მოვლენა <3
ჩემთვისაც ეგეთი წელი იყო, აი რიიაღაცნაირი რა :) 2015-ში ნეტა მართლა ეგრე იყოს, არ იქნებოდა ურიგო :3
სადახარ საად? :ს
ზამთარს გადავაგორებ და გამოვჩნდები :)
ა, მარტია უკვე. :D
აპრილამდეც აღარ გვიკლია უკვე ბევრი :)
Post a Comment