სანამ პოსტს დავწერდი, ბევრი ვიფიქრე, იქნებ არ ღირდეს ამ ადგილის გამხელა_თქო, მაგრამ ისედაც ბევრი კარავი დაგვხვდა, ანუ ხალხი ინფორმირებულია, თან არც ჩემს ბლოგს უდგას ვიზიტორების რიგი, რომ მსოფლიოს მოვდო :)))
ქობულეთის ნაკრძალის შემდეგ კინტრიშის ნახვას ვაპირებდით. ქობულეთის სადგურზე ხინომდე მისასვლელი გზებიც გავარკვიეთ და გადავწყვიტეთ, იმ ღამეს ციხისძირში დავბანაკებულიყავით. ყოფილხართ ციხისძირში? სამოთხეა, თუ კარვით აპირებთ დასვენებას. სანაპირო აქაც დაბინძურებულია, როგორც ყველგან, მაგრამ "ცოტა მიიჩოჩე, დამაწვინე" სიტუაცია არ არის, როგორც ბათუმში. იქვეა წყარო და ბუნებრივი შხაპი - კლდიდან გადმოდის წყალი, ფარდა აქვს ჩამოფარებული და ძალიან კომფორტულია მარილიანი წყლის ჩამოსარეცხად.
სანაპიროზე ჩასასვლელი პეტრას ციხის გვერდითაა, მერე ლიანდაგს გადაჭრით და ჩაგორდებით (მართლა უნდა ჩაგორდეთ ან ჩაირბინოთ, გაფუჭებულია ბილიკი). თავიდან უბარგოდ ჩავედით, ადგილი შევათვალიეროთო. ისე მოგვეწონა, რომ ბარგიც ჩამოვიტანეთ, კარვებიც გავშალეთ და კინტრიშზე ასვლაც სამომავლოდ გადავდეთ.
რჩევა #2: შეგიძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ, შუმახერა იურა, რომელიც ცნობილია როგორც ციხისშირში, ისე ქობულეთშიც, თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს (ჩვენ ასე გვითხრა).
რჩევა #3: დაიკიდეთ რჩევა #2. შუმახერამდე პოლიციამ ჩამოიარა, სათითაოდ მივიდა ყველასთან და გააფრთხილა, ნივთები უყურადღებოდ არ დატოვოთო. ვოტ.
2 comments:
Lol Schumacher :-D
ჩემი მეგობარი ისვენებსხოლმე მანდ :) ყველაზე მეტად მენატრება ზღვა :<
Post a Comment