17.6.14

...მაგრამ ყველას მირჩევნია 1 ჭიქა ლიმონათი ^_^

ნუუ, გაზიანი ლიმონათის მოყვარული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთ უგაზო ლიმონათებს ვაკეთებ, ჩემი თავით აღფრთოვანებული ვარ ხოლმე.
ესეც ერთ-ერთი ჩემეული ლიმონათია, საწყლად მიგდებული გრეიფრუტით და ქორფა პიტნებით შთაგონებული. თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ სცადოთ, უმარტივესი და უგემრიელესია.

მასალა:
1 ცალი მოზრდილი გრეიფრუტი
1 ცალი ლაიმი
პიტნა გემოვნებით
1 კოვზი თაფლი
1 კოვზი შაქარი
ნახევარი ჭიქა წყალი

გრეიფრუტი გავარჩიე კარგად, კანს სიმწარე რომ დაყვება, არ მიყვარს. ჩავყარე ჯამში. დავაყარე კანიანად დაჭრილი ლაიმი, დაგლეჯილი პიტნის ფურცლები, თაფლი მოვასხი, შაქარიც მოვაყარე, ცოტა წყალიც დავუმატე და ხის კოვზით დავსრისე. დავაფარე თავზე და შევდგი მაცივარში. ამასობაში საყინულეში მზადდებოდა ყინულის კუბიკები პიტნის ფოთლებით ^_^

საღამოს გამოვიღე მაცივრიდან მასა, დავამატე წყალი, კარგად მოვურიე და ყინულებიან ჭიქებში ჩამოვასხი. 4 ჭიქა გაივსო. ცალკეც გადასარევია და სასმელზე მისაყოლებლადაც.

მთავარი პრინციპი ამ ლიმონათების მგონი ფანტაზია და მარჯვე ხელებია. პრინციპში მხოლოდ ფანტაზიაც სავსებით საკმარისია :D

4 comments:

Kiwi said...

მეც ასეთი ლიმონათები მიყვარს :3
ლაიმი ჩვენთან სად იშოვე? საუკუნეა ნამდვილ ლაიმს ვეძებ და საბოლოოდ მწვანე ლიმონი შემრჩებახოლმე ხელში

kuda said...

კარფურში, გუდვილში, დიდ მარკეტებში უნდა იყოს.

Kiwi said...

გუდვილშ ვერ ვიშოვე ადრე როცა მინდოდა, კარფურში ვნახო მერე იქნებ :3

kuda said...

ხო, კარფურში ვიყიდე მე, სანამ გამაბრაზებენ. ახლა პროტესტის ნიშნად მანდ აღარ დავდივარ :D