16.8.13

გასვლის დროა

რაც წამოვიზარდე, მას შემდეგ დიდი სურვილი მქონდა სადმე წავსულიყავი, კარავში დამეძინა, ახალი ადგილები მენახა. პირველ კურსზე გავიგე, რომ უნივერსიტეტი ყოველ ზაფხულს აწყობს გასვლას სტუდენტებისთვის. მშობლები დავითანხმე, ბარგი ჩავალაგე და 10 დღით ხევსურეთისკენ გავემართე. ძალიან კარგი იყო იმის მიუხედავად, რომ 120 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 5 იყო ნაცნობი.
ეს იყო და ეს, შემიყვარდა ბოდიალი.
ხვალ სვანეთისკენ მივდივართ, მართალია მანქანით, მაგრამ ცოტა დროში ბევრის ნახვა სხვანაირად არ გამოდის.
გეგმა: თბილისი–ქუთაისი–ლენტეხი–უშგული–მესტია–ზუგდიდი–ციხისძირი–თბილისი


1 comment:

Kate said...

ვათვალიერებ თქვენს სურათებს ფბ-ზე და თქვენ საღოლ.


და სამსახური???
თუ შვებულებაში ხარ?