ალბათ, ყველას გინახავთ ევაკუაციის გეგმა, სახანძრო ღილაკი, ყუთში გამოკეტილი ნაჯახი... მაგრამ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ ნამდვილი ხანძრის დროს?
დღეს სამსახურში სატესტო ევაკუაცია მოვაწყვეთ, ჩვენ რა, უფროსობამ გადაწყვიტა ასე. მართალია, წინასწარ ვიყავით თარიღზე გაფრთხილებულები, საათი ჩვენით ვივარაუდეთ, საევაკუაციო სიგნალის ჩართვისას ჩაცმაც მოვასწარით, ჩანთის აკიდებაც, კომპიუტერების დალოქვაც, მაკიაჟის განახლებაც და ფრიად კარგი გუნებით გავემართეთ ეზოსკენ, მაგრამ მე მივესალმები მსგავს აქციებს!
No comments:
Post a Comment