გუშინ დაგეგმილი გვქონდა ღამე თუ საიდში წავსულიყავით, ცოტა დაგველია, ცოტა გვეცეკვა და ბევრი გვეჭორავა :D მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, გავედი სახლიდან შუადღით და ფეხს ვეღარ ვგრძნობ :| უფრო სწორად ვგრძნობ, მაგრამ ძალიან მტკივა.. ვარჯიშზე მივედი და სიმწრისგან ცრემლები რომ გადმომცვივდა, ნუკრიმ აბა დროზე სახლში წადი და შალი მოიხვიე, კუნთი გაქვს გაცივებულიო. მოვედი, დავიზილე, შევიხვიე და დავწექი. მერე კოჭლობით ჩავედი თუ საიდში და არ ვიცი, სასმელის ბრალი იყო თუ რისი, მაგრამ ცოტა გადამიარა :Dმერე ბევრი დავლიე, პირველად ცხოვრებაში. პრინციპში არც ისე ბევრი, ორი კოქტეილი და + თორნიკეს ვისკს ვწრუპავდი და ნინოს ლონგ აილენდს
ყველანი folder all-ში დავიდებით
1 comment:
მე რომ მინდა, იმ folder all–ში????? :D :P
ახლა როგორ გაქვს ფეხი???
Post a Comment