ბავშვობაში ტამაგოჩი მიყიდეს, კატა იყო, სტაფილოსფერი. მაქსი დავარქვი. რაღაც ყუთისგან ლოგინი გავუკეთე და ჩემივე შეკერილი ლეიბი და საბანი დავუფინე. ვუვლიდი ხოლმე, ვაჭმევდი, ავადმყოფობისას ცივ ნიავს არ ვაკარებდი (ნუ არც მანამდე :D)..
ერთ დღესაც სახლიდან გაქრა. მგონი ვიცი ვინც წაიღო, მაგრამ რა აზრი აქვს, მაინცდამაინც არ გამკვირვებია.
ჰოდა დღეს ახალი მეგობარი გავიჩინე, მონსტრიკი სახელად თომასი. ჯერ სულ პატარა და უმწეოა
მიხარია ძალიან. ახლა ვზივარ და ვეთამაშები ცოტა როქსი კიდევ და მაღაზიაში გავასეირნებ (თუ გავიგე როგორ გავასეირნო ).
სანამ ჩემი საკუთარი მონსტრიკი მეყოლება, ამას მოვუვლი
EDIT
შპალერი ვიყიდეთ ვარდისფერი, სპაგეტი და რაღაც კენკრის დესერტი. კიდევ სანათი, მაგრამ ჯერ იატაკზე გვიდევს და თავზე წასაკრავი ბენდენა იაპონელების მაღაზიაში
10 comments:
მაგარია!
very very sweeet:)
უი, მეც მყავს ეგეთი როჟა :)
:) magari tipebi arian :)
ნამდვილი ცხოველის ყოლა არ გინდა? :user:
მე მინდა რამე მყავდეს სახლში. ძაღლი აღარ – გული დამწყდა. ჰოდა რამე. მაგალითად თევზები:)
ntvare: თვეზები მყავს და თუთიყუში : )) ძაღლი მინდა, ლაბრადორი, მარა სახლიდან გამიშვებენ რომ მოვიყვანო : ))
ეგ ტამაგოჩის ვირტუალური ვერსიაა. დღეს ცოტას თუ ახსოვს. 90-იანებში იმენნო მაგარ ცვეტში იყო ეს სათამაშო. :D
http://www.tamagotchi.com/
სხვათა შორის იაპონიაში ტამაგოჩის ცხოველის სიკვდილი რამდენიმე პატარა გოგონამ იმდენად ცუდად გადაიტანა, რომ სუიციდი მოაწყვეს. ერთი ამბავი იყო მაშინ პრესაში.
P. S. წინა პოსტი მე წავშალე. :user:
ლაშ, კარგად თუ წაიკითხე, მიწერია მანდ ტამაგოჩზეც, მყავდა თქო : ))
Post a Comment