19.10.16

24 საათი

01:00 - დავიძინე.
02:40 - მაქსიმეს მოშივდა, რძე გავუკეთე, ჭამა, დავიძინე. უკვე დაპროგრამებულივით ვდგები ხოლმე წამოტირებაზე, გავდივარ სამზარეულოში, შუქს ვანთებ და ვცდილობ, თვალები ბოლომდე არ გავახილო, რომ არ გამოვფხიზლდე.
06:30 - მაქსიმეს მოშივდა, რძე გავუკეთე, ჭამა, დავიძინე. იგივე.
07:30 - მაღვიძარამ დარეკა.
07:40 - snooze
07:50 - snooze
08:00 - ავდექი, სხვა რა გზა მაქვს.
09:00 - სამსახურში ვარ. გამიმართლა, პარკინგზე 5 წუთიც არ დამიხარჯავს, ადგილი მალე ვიპოვე.
13:00 - კამექსში გავიარე, ჩემი პოლასჩოისები ჩამოვიდა. ამაზე ცალკე უნდა დავწერო.
16:00 - მოვრჩი მუშაობას, წავედი სახლში. -1 საათი სამუშაო დრო. უძილობის ბენეფიტი.
19:00 - შეხვედრა მაქვს. ნახევარი საათი დავკარგე საცობში. ამ დროს მანქანით გასვლა არ ღირს.
21:30 - მოვედი სახლში, შევვარდი სამზარეულოში, გავაკეთე ლობიო ავოკადოთი, ხილის სალათა და ბოსტნეული მაწვნით.
23:00 - შეკვეთა მაქვს დასახატი, ასაწყობი. ადრე დაძინება არ გამოდის.
01:00 - საბანში გავეხვიე და დავიძინე.

4 comments:

Tina Nadiradze said...

THE stylish mum!... who can do it all.

<3 <3

Kiwi said...

მაგარი გოგო ხარ შენ!! < 3

Natalia said...

ბავშვის გაზრდაზე ძნელი არაფერი მგონია :| ყველაზე რთული ძილის დარღვევაა ალბათ, შენს ნებაზე რომ ვეღარ გძინავს. მაგრამ გამიგია, რომ კარგი ბენეფიტებიც აქვსო, და მაინც ღირს :დ

პ.ს მაქსი <3

kuda said...

ნატალია, ბენეფიტი გადასარევი. აი, რომ ფიქრობ, რომ მეტს ვეღარ აიტან და დილით ეს პატარა მაიმუნი რომ დაგხედავს და დე-დაა, შემოგძახებს, ყველაფერი გავიწყდება. ან წასვლა რომ გინდა და გეტირება. კი ძნელია, ბავშვი ცალკე ნერვიულობს და შენ ცალკე, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, ხვდები, როგორი ძვირფასი ხარ მისთვისაც.