30.9.15

2200 ლარი

დღეს მთელი დღეა ჩემი თანამშრომელი ისეთი აჟიტირებულია, ემოციებს ვერ მალავს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე წუთში ახალი iPhone 6s ექნება და ყოველი შეძახილისას მე ავტომატურად მეფიქრება რაში დავხარჯავდი ამ 2200 ლარს, რაც ტელეფონში უნდა გადაიხადოს.

2200 ლარი
ზუსტად ამდენი დამჭირდა ზედა სართულზე შპალიერის საყიდლად და ხელოსნისთვის გადასახდელად.

2200 ლარი
სამივე საძინებელს ექნება კარი. შეიძლება ქვედა სართულის ტუალეტისთვისაც დამრჩეს.

2200 ლარი
ჩემი კორსა რომ ჩავაბარო ჯართში 300 დოლარად და ეს თანხაც დავამატო, რამე პატარა და ძველი მანქანა მომივა.

2200 ლარი
ეზოს კარს შევუკვეთავ, ცოტა დამაკლდება მგონი.

2200 ლარი
ქეთოს ვალს დავფარავდი დღესვე. მძულს ვალები.

2200 ლარი


არადა წლების წინ ისე მინდოდა Sony-Ericson k800i, რომ ქეთოს განვადება გავაკეთებინე და ჩემი 100 ლარიანი ხელფასიდან 63 ლარს ბანკს ვუხდიდი. მაგრამ ის 500 ლარი ღირდა და ეს 2200..
არასდროს არ გადავიხდი ამდენს ტელეფონში.
რა განსხვავებულები ვართ ადამიანები.

2 comments:

Kiwi said...

როგორ მესმის შენი!))

2200 ლარი!!

Keti said...

ახლა მე დავიწყე ფიქრი, რას გავაკეთებდი, უცებ 2200 ლარი რომ გამიჩნდეს :) ტელეფონს ცხადია არ ვიყიდიდი :)