11.3.15

ამბები

ეძღვნება kiwi-ის, ჩემი წარმოდგენით ძალიან ლამაზ და ჭკვიან გოგოს.

დაუგეგმავი ახალი წელი იყო წელს, არანაირი გეგმა. მშობლებთან შევხვდით მე და ბენი, თორნიკე მუშაობდა. მერე გავედი, მეგობრები ვნახე, გავბევრდით, სხვადასხვა ადგილები შემოვიარეთ, თორნიკეც წამოგვეწია, ბოლოს ლობიოს ჭამაში დაგვათენდა და დავიშალეთ. კარგი გამოვიდა. მიყვარს ჩემი მეგობრები. ყველას ჩვენი საკუთარი ტარაკნები კი გვყავს თავში, მაგრამ ერთად კარგია. ბათუმში გავისეირნე, კარგია უხალხო ბათუმი. ამინდები იყო ძალიან კარგი. გავერთეთ. სულ ერთი ღამით გამოგვივიდა, მაგრამ არაუშავს. ბაზალეთზე გავისეირნეთ კიდე, ჩვენი ამხანაგები დასახლდნენ და ისეთი საყვარელი სახლია, წამოსვლა არ მოგინდება. ახლა აქტიურად ვცდილობთ სამეზობლოში მიწა მოვნახოთ იაფად და გადავსახლდეთ ჩვენც. სამსახურში ძველებურად. საქმე მრავლდება, პირობები იგივე, როგორც ხდება ხოლმე რა. ორაკლის სწავლა დავიწყე და ვზივარ ახლაც, დავალებას ვწერ. ამ პოსტსაც ორი დღეა ვწერ უკვე, თან საქმეს ვაკეთებ და რომ ჩავხურავ, მავიწყდება. კიდევ საინტერესო საქმეში ჩავერთვე, მაგრამ ამას შემდეგზე დავწერ უფრო ვრცლად, თან რეკლამა რომ გამოვიდეს :)))


7 comments:

Kiwi said...

ვაიმე! ზუსტად ესეთი რეაქციე მქონდა, ოღონდ ხმისამოუღებლად :) რაღაცნაირად როგორ გამიხარდა არ იცი <3 ამწამს ვნახე, სულ ტელეფონით ვარხოლმე და ვერ ვნახულობ წესიერად რაღაცებს. ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე, აი რაღაცნაირად...
გაზაფხულს რომ მოუხდებოდა ისე :)

Kiwi said...

რამდენი ხნის წინ დაგიწერია, მე კიდე როდის ვნახე :ს მაგრამ მთავარია რომ ვნახე. არ მანახებს რომ მნიშვნავენ პოსტებში :) სამწუხაროდ

kuda said...

მე კიდევ ვიფიქრე, ხომ არ გამიბრაზდა თქო :)) <3

Kiwi said...

ჰაჰა, რა საყვარელი ხარ ^_^ :))) <3

Kiwi said...

როგორ წარმოგიდგენივარ ნეტავ როგორ მაინტერესებს :))) <3

kuda said...

ლამაზი და ჭკვიანი :))

Kiwi said...

:))) <3 ^_^ :">