23.9.13

კუდა 1:0 ელიავას გამყიდველი

გუშინ ელიავაზე ვიყავი, აბაზანისთვის შეკიდული ჭერი და მასალები უნდა მეყიდა. ვცდილობ ხოლმე, რომ მაღაზიებში ვიყიდო რაც მჭირდება და ელიავაზე იშვიათად მომიწიოს გასვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
მივედით ერთ კაცთან. პლანკები მინდოდა 4 მეტრიანი. სამიანი და ექვსიანი მაქვსო. ვიყიდე ექვს მეტრიანი და გადავიხადე ორმაგი თანხა, გამაფრთხილა, ძვირიაო, მაგრამ გადაბმას ძვირის გადახდა ვარჩიე.
ფული გადავიხადეთ, მოგვიტანა მასალა და ეს პლანკები მოგვიტანა 3 მეტრიანები. 6 მეტრიანი არც მიხსენებია, თუ გინდა ვერცხლისფერ კანტიანებია და წაიღეო და დამიწყო მტკიცება, რომ ყველაფერი მომესმა და მოვიგონე. მერე არ იშოვება საერთოდ ელიავაზე და თუ იშოვი, ჭერის მასალას გჩუქნიო.
ვიშოვე! და მივადექი, უფასოდ მიმაქვს_თქო. არ ელოდა. რომ წავედი საძებნელად, გადარეკა და უცებ თვითონაც იპოვა. თურმე იშოვება და მე დებილი მნახა მოსატყუებლად. ვერ მივართვი!

ჰოდა ასე. ზუსტად ერთი წლის წინ რომ მივსულიყავი და მცოდნოდა, რომ მატყუებს, ხმას ვერ ამოვიღებდი, წამოვიღებდი სამ მეტრიან პლანკებს და უსიტყვოდ გავბრაზდებოდი ცალკე ჩემს თავზე და ცალკე იმ გამყიდველზე. მაგრამ ამ ერთ წელში ძალიან გავიზარდე და როგორც კი ვიყნოსავ, რომ მატყუებენ, განგაშის სიგნალი მერთვება. აი, ცრემლებზე უნდა ვიმუშაო, სულ უდროო დროს იციან ხოლმე გადმოცვენა :D

ჩემი გამოცდილებით, რომ დაინახავენ, რომ ქალი ხარ, გინდა ხელოსნები, გინდა გამყიდველები, როგორც დილეტანტს, ისე გიყურებენ და მე უკვე ისე ვარ გათვითცნობიერებული ყველაფერში, 1–2 ისეთ კითხვას ვუსვამ, რომ შტერდებიან და მერე სერიოზულად მეკიდებიან :D 

4 comments:

m i r a m a x said...

ჩემი უჭკვიანესი!!!!!!!!

babisa said...
This comment has been removed by the author.
babisa said...

მე კიდე იცი რა ვისწავლე, როცა რამე სყიდულობ, ფულს აძლევ, ან ნათხოვარს აბრუნებ და ა.შ. ყოველთვის უნდა დააკონრეტო, რას აძლევ, როგორს, რამდენს იხდი ფულს რაში და ა.შ.
სამჯერაც უნდა გაიმეორო, თუ საჭირო იქნება.

Kate said...

ვამაყობ შენით!


ბაბისას ვეთანხმები. ყველაფერი უნდა დაუღეჭო. თორემ ან ვერ გაიგებენ, ან თავის სასარგებლოდ მოთარგმნიან.