6.11.12

საოცარი დღე

ისტორია პირველი:
მთელი დილა ვეძებდი რაღაც სიმღერას, რომელიც 5-6 წლის წინ ძაალიან პოპულარული იყო და არ მომწონდა. რატომ მომინდა მოსმენა, ეგეც ამოუხსნელია. ვინაიდან სამსახურში იუთუბი და ლასთ.ფმ დაბლოკილია, მივადექი და მანდო დიაოს თითქმის ყველა სიმღერა სათითაოდ გადმოვწერე, მაგრამ უშედეგოდ. თან კი მიკვირდა, ეს მანდო დიაო რა ბანძი იყო ადრე და ახლა რა კარგები არიან_თქო. ძებნა რომ მომბეზრდა, მეგობარს ვკითხე, ხომ არ გეცნობა_თქო და მანდო დიაო არც გამიგიაო. გავაგრძელე ძებნა და უცებ მივხვდი, რომ ჯგუფი ამერია და მანუ ჩაოს ვეძებდი რეალურად :D
გადმოვწერე Me Gustas Tu და მესამე წრეზე რომ წავიდა, მივხვდი, რომ ეს კი არა, Bongo Bong მინდა :D


ისტორია მეორე:
შუადღეა, მშია. წავედი გუდვილში, ვიარე, ვიარე, ვიყიდე მწვანე ზეთისხილი, ქილის ბარდა და შამპუნი. გამოვედი ჰაერზე, დავფიქრდი, შევბრუნდი უკან მაღაზიაში და საჭმელი ვიყიდე :D


მორალი: ასე იცის მიყოლებულმა დაბადების დღეებმა და ღამის ვოაიაჟებმა.

2 comments:

Tinita said...

ბოლო დროს არც ლიფტში მხვდები და არც გუდვილში. ისე, ეგ ორი ტიპი მეც მერევა ერთმანეთში :))) ერთი პერიოდი მქონდა აჩემებული რადიოდიქტორების ხმა მაგ სიმღერის ბოლოს (rrrradio reloj. sinco de la manana. remedio chino e infallible) :))))

Keti said...

შარშან დამემართა მასე – მეც "ბონგო" მოვძებნე, მაგის ინტრო ამეკვიატა. ოღონდ მე შემსრულებელი მახსოვდა და ადვილად ვნახე :)