26.8.12

ძაღლი ნახევარი საათით

2-3- კვირის წინ ფეისბუქზე განცხადებას წავაწყდი, მოხალისეებს ეძებდნენ, რომლებიც ძაღლებს გაასეირნებდნენ. მივწერე და მოდიო. მივედით მე და თორნიკე. საკმაოდ ბევრი ძაღლი დაგვხვდა. ამოვარჩიეთ ერთ-ერთი და ნახევარი საათით გავასეირნეთ.
თუ ძაღლები გიყვართ, მშვენიერი შემოთავაზებაა, თან კარგ საქმეს გააკეთებთ, თქვენც გაერთობით, თუმცა სანახაობა საკმაოდ მძიმეა. ძაღლების ნაწილი ავადაა და ხალხთან კონტაქტს არ არიან მიჩვეულები. ლეკვები კიდევ გაგეთამაშებიან, მაგრამ მოზრდილებს ეტყობა ძალიან უჭირთ. ჩვენ რომელიც გავასეირნეთ, ის გაციებული იყო, მთელი გზა შარდავდა და გაზებს უშვებდა. მარა მე გავასეირნე თუ იმან, საკითხავია :)) აღმართები ჩემი სისუსტეა, ვერ დავდივარ და ამან 2 წამში ამარბენინა. მშვენიერია, ლაშქრობებში რომ წავალ, წაღლი უნდა ვატარო :D

ვისაც სურვილი გაქვთ, არ დაიზაროთ. შეიძლება გაგიგიათ კიდეც თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის შესახებ. სხვათაშორის, შეგიძლიათ იჩუქოთ კიდეც.
მისამართი: გივი სვანიძის 30 

1 comment:

Sophie שרה Golden said...

საწყალი ძაღლები, არ ასმევდნენ ნეტავ წამლებს?
ძაღლებს ქუჩაში შარდვა ძალიან უყვართ, ეგ გასაგებია, მაგრამ აი, გაზებიც რომ ჰქონია, შემეცოდა.