13.8.12

დღე მერვე – ნიკორწმინდა – კიდობანა – კაცხი – თბილისი

დილით, მორიგი ჩაბარგებისას მივხვდით, რომ კიდევ ერთხელ კარვის გაშლა ძალიან გვეზარებოდა და გვერჩივნა, კვირას სახლში დაგვესვენა, რომ ორშაბათს სამსახურებში გავსულიყავით.
დილით ავიბარგეთ და წავედით ნიკორწმინდაში. ეს პირველი სოფელია რაჭაში. ჯერ ეკლესია მოვინახულეთ, ლამაზი ჩუქურთმები აქვს ნამდვილად, მაგრამ ძალიან დიდს ველოდი და ცოტა გამიკვირდა, პატარა ეზოში კიდევ უფრო პატარა ეკლესიის დანახვა.
ნიკორწმინდა
მერე გამოვედით და რაჭული ლობიანები ვიყიდეთ. Fუ! ძალიან ცუდი იყო, საშინელება. პირველად ვჭამე ასეთი საზიზღარი რამ. შეარცხვინეს რაჭა.
მერე ვესტუმრე ნიკორწმინდის ლიტერატურულ კაფეს "იგუანას" და შევუკვეთე 2 პორცია ყავა, ოღონდ ჩემს თერმოსში ჩამისხით–თქო. ძალიან სწრაფად და თავაზიანად მომემსახურნენ. ძალიან საყვარელი ინტერიერი ჰქონდა, გარედან არ ეტყობა.
ლიტერატურული კაფე "იგუანა"
მერე წავედით კიდობანაში, ირაკლიუსმა გვიქო და გვიდიდა. გზა არის საშინელი, მაგრამ აისვლება მანქანით. მერე ცოტა ფეხით უნდა გაიაროთ. გზად ძალიან ძალიან! ცივი მდინარეა გადასალახი და შიშველი ფეხებით გატოპვა არც იფიქროთ, თუ შვილები გინდათ :D
კიდობანა 
კიდობანა ანუ იგივე საყინულე გამოქვაბულია, სადაც ძალიან გრილა და ქვემოთ ტბა ყოფილა, თუმცა შემოწმება არ გვიცდია. ზაფხულის ცხელ დღეებში მისწრებაა. ისე, გარს ძალიან ლამაზი ტყე აკრავს და დათვის თუ არ გეშინიათ, შეგიძლიათ კარავი ჩადგათ.
DzAaN mAgArIa
მერე დავეშვით ჭიათურისკენ. თერჯოლამდე გადასახვევი იყო და გზა რომ ვიკითხეთ, კარგიაო და წავედით. კი, პირველი 15 კილომეტრი ახალი დაგებული იყო მართლა, ოღონდ აი მერე იწყებოდა საშინელება, თან საკმაოდ შორი მანძილია და ვისაც ვკითხეთ, ყველამ გვითხრა, ცოტაც და კარგი გზააო. ეს კარგი გზა დაიწყო 30 კილომეტრში და მივედით კიდეც კაცხის სვეტთან.
კაცხის სვეტში ქალებს არ უშვებენ, მანქანით ზემოთ ვერ ახვალ, ბიჭებს არც უნდოდათ ზემოთ აცოცება, ამიტომ მივედით, დავასტუკეთ და წამოვედით. რა გვინდოდა საერთოდ... დავიგრძელეთ გზა.
კაცხის სვეტი
მერე იყო ჭიათურა და საოცარი ბარი, სადაც მხოლოდ ხინკალი და ოსტრი ჰქონდათ. საჩხერესთან საჭმელად შევჩერდით და დაგვიღამდა კიდეც. ჭორვილასთან გზა რომ გაფუჭდა, გომის გადმოსახვევამდე არაფერი გვეშველა. საშინელი გზაა, არანაირი ნიშანი და განათება, დახაზულიც კი არაა.

ასე მოვრჩით წანწალს. მე კმაყოფილი ვარ, მგონი სხვებიც.


თქვენ გგონიათ, აქ მორჩა? დილით შვიდზე მაღვიძარამ დარეკა, ავდექით მე და თორნიკე და თელავში წავედით, იქ ალავერდში და შუამთაში გადავედით და რამდენიმე საათში დავბრუნდით უკან. საღამოს ცხრა საათზე ორივეს გათიშულებს გვეძინა :D

5 comments:

Tinita said...

სიამოვნებით წავიკითხე! მადლობა :)

Kate said...

ჰოჰ.
საღოლ თქვენ რა.


ახლა გამოტყდი: დაიღალე თუ დაისვენე? :დ

fiamifero said...

ლოოოლ. შარშან მაგ იგუანას ლიტერატურული კაფე 'ლიზარდ' ერქვა : )) წელს რა დაემართათ

nati kuda said...

დავისვენე ქეით, თანაც მშვენივრად :))

ნუ, ლიზარდი, იგუანა, ერთი ჩორტია :))) მომავალ წელს იქნება ქამელეონი ან რამე მსგავსი :D

natia gurgenidze said...

შემდეგ წელს სულ აღარ იქნება!