10.11.10

„გასეირნება ქვეცნობიერებაში“

შედეგები:
თქვენი ცოდნა პროფესიულ სფეროში საკმაოდ ძირფესვიანია, თანაც განუწყვეტლივ ცდილობთ ამ ცოდნის გამდიდრებას.
თქვენი აზროვნების ტიპი არის შერეული. მსგავსად მოაზროვნე ადამიანები პრობლემებთან მიმართებაში ან ინტუიციას იყენებენ, ან ლოგიკურ მიდგომას ამჯობინებენ. სტრეტეგიას სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევთ. კრეატიული აზროვნება თქვენთვის უცხო არ არის და ხშირადაც მიმართავთ. ძალიან არ გსიამოვნებთ საკუთარი შეცდომების აღიარება.
მეგობრებს ისევე არჩევთ, როგორც ანტიკვარიატს არჩევენ – მათ უნდა ახასიათებდეთ თავიანთი თავისებურებები და სულაც არ არის საჭირო, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. სამაგიეროდ, თუ შემთხვევა მოიტანს, იტყვით: „აი, ერთთან ვმეგობრობ და ის...“ მეგობრები საკუთარი თავდაჯერებულობისათვის გჭირდებათ. (ეს ტყუილია)
გარშემომყოფთა მიმართ ინტერესს ამჟღავნებთ, მაგრამ არ გსურთ, რომ მეგობრული და ამხნაგური დამოკიდებულებები ტვირთად დაგაწვეთ. ცდილობთ, რომ სულში არავის ჩაუძვრეთ და არც საკუთარი ფსიქოლოგიური კომფორტის ხელყოფის საშუალებას აძლევთ ვინმეს.
არასოდეს ქმნით კონფლიქტს და გვერდს უვლით მწვავე სიტუაციებს.
სიყვარულში: თქვენ იპოვეთ თქვენი მეორე ნახევარი და ტკბებით ამ ურთიერთობით.

როგორ იქცევით, როცა პრობლემა გაქვთ: ქვეცნობიერად ცდილობთ ყოველგვარ პრობლემას გვერდი აუქცოთ.
გზიდან თქვენი გადაცდენა პრაქტიკულად შეუძლებელა. ყოველგვარი შავ–ბნელი საქმიანობა თქვენთვის უცხოა და მიუღებელი.
თუ შეგიძლიათ დახმარება – ამას აკეთებთ. მაგრამ არ გიყვართ, როცა წამდაუწუმ გთხოვენ შველას.
თქვენი ცხოვრება სწრაფ ტემპში მიდის. ცოტა გადაიღალეთ და გინდათ ამოისუნთოთ. შეეცადეთ, რომ სადმე წახვიდეთ და კარგად დაისვენოთ.
წარსულთან კონფლიქტი არ გავთ, მაგრამ შესაძლებელია ის არც თუ ისე მშვიდი ყოფილიყო.
გიყვართ წიგნები? თქვენ განათლებული და ერუდირებული პიროვნება ხართ. პატივს სცემთ განათლებას და განათლებულ ადამიანებს.
ნათესავებთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ. გესმით ერთმანეთის და ხშირადაც დადიხართ სტუმრად. საერთო ჯამში, იდეალური ურთიერთობაა და თქვენთვის ყველაფერი მისაღებია.
თქვენ ყოველთვის უსახავთ საკუთარ თავს მიზნებს და ნელ–ნელა მიიწევთ მათკენ. შესაძლებელია თქვენი ოცნებები მალე ასრულდეს.


Bold - 100%
italic underline - 0%
bold italic - მესიამოვნა და ძალიან მინდა ასე იყოს!


No comments: