14.11.09

რისთვის?! თორემ კი

ჩემამდე არ დადის, რა არის ქორწილში კარგი? ის, რომ ხალხი მოდის,გილოცავს და გკოცნის მინიმუმ 3_ჯერ თუ ქორწილის ბოლოს თითებზე ნაჩუქარი ოქროს ბეჭდების გადათვლა? მმ.. რა ჯობია იმ ფულით სამოგზაუროდ წასვლას ან ბინის მოწყობას ან სხვა სურვილების ასრულებას? მმმ.. არც არაფერი :) კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამაში.
ჰო, კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი საჩემო არაა, მაგრამ ვაღიარებ, ძალიან კი მიხდება :)) დავიტეხე ფეხები, არც გამოსაცვლელი წავიღე, ჩემი თავისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ქუსლებზე სიარული შემიძლია. ვერ დავამტკიცე. მეტიც, ფეხშველა წამოვედი რესტორნიდან.
ძალიან მაგარი ნათლული მყავს, ხმა არ ამოუღია საერთოდ <3 data-blogger-escaped-br="">p.s. ყვავილები ვერ დავიჭირე, მაგრამ მაინც არ მჯერა, 13 წლის ასაკში მაქვს დაჭერილი, არა, უფრო სწორედ არ დამიჭერია, ჩემთვის ვიდექი, კუთხეში და დამეცა :)))

სიამოვნებით დავიძინებდი, მაგრამ ჩემი ლოგინი ქეთოს ლოგინზე დგას (!) და ზედ ათასი ხარახურა ყრია. მშობლების ლოგინი ვერტიკალურ მდგომარეობაშია. სამაგიეროდ ხვალ თბილ სახლში გავიღვიძებ :p

2 comments:

Mariam said...

მე მომწონს შენი ბლოგი!
დიზაინიც...
:*

Leonar Shelby said...

ქორწილი არის მუცლის ზეიმია და სხვა არაფერი. იქ რა ფულიც იხარჯება, მაგ ფულით წყვილმა ჯობია საკუთარ თავს გაუკეთესო საჩუქარი და არა ნათესავების ბრბოს რომელიც ქელეხზე შეჭამს თუ ქორწილზე განსხვავებას ვერ ხედავენ.