
ვწვალობ, ვწვალობ. თემა გავხსენი ფორუმზე და რაც მირჩიეს, ყველა ხერხი ვცადე. ვითომ წაიშალა და აღარც კომპიუტერი რესტარტდება ყოველ 15 წუთში, მაგრამ მაინც აგდებს ფანჯარას Infected! და მაშინვე ამ ჯანდაბის დაინსტალირებას იწყებს :(
შედეგად, 3 ანტივირუსი მაქვს ერთდროულად და youtube-ზე ყველა ვიდეო ვნახე ამის შესახებ.
იმედია რამე ეშველება, სისტემის გადაყენება ძალიან მეზარება უბრალოდ.
ჰოდა, თუ მსგავსი რამ თქვენთანაც შემოხტა, იცოდეთ, საშინელი ვირუსია და არ გაეკაროთ!
14 comments:
ასე თავისით როგორ შემოხტა??? :((
http://209.85.135.132/search?q=cache:4MMgCrJUD2kJ:www.bleepingcomputer.com/virus-removal/remove-antivirus-pro-2010+antivirus+pro+2010&cd=2&hl=en&ct=clnk
sophie: პირდაპირ ფანჯარა ვარდება და იწყებს ჩატვირთვას :(
Anuschka: ზუსტად ასე გავაკეთე და მაინც იწყებს ჩატვირთვას :( ერთხელაც ვცდი და თუ არ დამანება ტავი, სისტემას გადავაყენებ. მადლობა შენ :*
თუ დაგამშვიდებს გეტყვი რომ დღეს აი აბსოლუტურად არაფრისგან (ფორუმი-ბლოები-ვსე) კომპის ეკრანი გაშავდა და გაშეშდა... რეაგირება ნული.... კიდე კარგი გუშინ გულმა მიგრძნო და ჩემი რამეები ც-დან გადავაბარგე.
აუ რა საშინელებაა :S
ოპერაციული გადააყენე და რაიმე ნორმალური ანტივირუსი + firewall-ი დააყენე http://www.av-comparatives.org/
: )
P.S. იმ დღეს საბურთალოს ქუჩაზე გნახეთ + SORRY FOR HONKING
პერწკლი: სამუდამოდ? გიზიარებ :( ჩემთან პროცესორი დადუმდა სამუდამოდ 2 თვის წინ :(
ოთო: ხო, ხომ დამიმესიჯე :)) სხვა დროს ჩამოხტი, ამ ერთხელ მოგვიტევებია :პ
არა, აღსდგა მარა ძალიან ძვირფასი ფოტოები დამეკარგა, ძვირფასი მოგონებების ამბავში : (((
აუ, მე კიდე არ მჯერა ეგეთი ვიდეოებისა და თემების. იმიტომ, რომ მეზარება მათი ნახვა :(
ზუსტად ეს მჭირს!!!!
და ბლოგროლ.გე–დან!!!
ალბათ იქ შეიხედე...
ვერაფრით ამოვშალე :(
და ვერც ვინდოუსს ვაყენებ ჯერ
ნათი, ეს პოსტი გვიან ვნახე და თუ უშველე რამე – როგორ?
ვინდოუსი გადავაყენე, თუმცა რაღაც ხერხები მირჩიეს და სხვებმა უშველეს. აგერ http://forum.ge/?f=32&showtopic=33935230&st=885 რაც მირჩიეს, გადახედე, იქნებ უშველოს.
მადლობა, ნათი
ვნახავ
Post a Comment