10.10.09

სხვა ვერ გაიგებს რა ხდება

ვინც კარგად მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ბავშვებისადმი. განსაკუთრებით მიყვარს და ვუგებ და მიგებენ. დღეს ძალიან ბედნიერი მივაბიჯებდი ქუჩაში, გულზე ნიკოლოზს ეძინა კენგურუში და სუნთქვისას მუცელი ხან ებერებოდა,ხან კი პირიქით. საოცარი გრძნობაა. ის პერიოდი გამახსენდა, სანდროს რომ მიტოვებდნენ და დედას მეძახდა.
ახლა ძალიან დაღლილი, მოწყენილი და ემოციებით სავსე ვზივარ. თორნიკე წასულია სათამაშოდ და ხვალ საღამომდე არ ჩამოვა. სადღაც ტყეშია, სცივა, შია, ვენატრები :(
ჩემს განწყობაზე ზრუნავს Erik Truffaz

No comments: