20.8.09

King Kong Kitchee Kitchee (შვებულებაზედ)

შვებულების დაგეგმვა რომ დავიწყე, აღმოჩნდა, რომ გარშემო არავის სცალია და მარტო ვარ სრულიად.. მერე უცებ გამოჩნდა შოთა და მეტეოზე მივდივარო. ავეკიდე. უარი არ მითხრა რა თქმა უნდა და მეც მივედი საწყალი გამომეტყველებით უფროსთან და ვთხოვე, ერთი თვით ადრე გავეშვი. მიაჩოჩ-მოაჩოჩა ბავშვები და ზუსტად ჩამსვა. ანუ მეორე კვირა დაგეგმილი იყო და პირველ კვირაშიც მოვახერხებდი ზღვაზე განავარდებას. უბედნიერესი ვიყავი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შოთამ აქაც არ დაარღვია ტრადიცია და ოცნებებში ჩამიკუკა, დაიკიდა დაპირება, დამიკიდა მეც და წასვლაზე უარი განაცხადა..

გადაწყდა, რომ პარასკევს ღამით წავიდოდით ბათუმში, მაგრამ წვიმამ არაფრით გადაიღო. ვიჯექი ასე გაბრაზებული სამსახურში, ბოლო საათები იყო დარჩენილი შვებულებამდე და გაჩნდა იდეაც. უფრო სწორედ, იდეა უკვე არსებობდა, სამსახური მიდიოდა შატილში. მხოლოდ რამდენიმე კაცს ვიცნობდი, მაგრამ დავიკიდე, ისე მაცდურად ჟღერდა ”შატილი”. თორნიკეს დავურეკე, ნებართვა ავიღე (:D), შოთას დავურეკე, ჩანთა ჩამიწყვე_თქო და ველოდებოდი ორგანიზატორის პასუხს, წამიყვანდნენ თუ არა, რადგაც ორივე მარშუტკა გატენილი იყო. საბედნიეროდ ერთ-ერთმა თანამშრომელმა უარი განაცხადა, მეც არც ვაციე არც ვაცხელე და ფული ჩავრიცხე. გადაწყდა, დილით შატილში მივდიოდი.

შატილი

მმმ.. მიდიხარ და ფიქრობ, ნუთუ აქ ცხოვრობენ? რას აკეთებენ? რითი ცოცხლობენ? რითი იკვებებიან? რითი ერთობიან? სახლები კილომეტრების დაშორებითაა, თან რა სახლები, ვერ იცხოვრებ. ბუნება? ულამაზესი. რაც გამიჭირდა, გზა იყო. თითქმის რვა საათი ვიარეთ. თბილისიდანვე დაიწყეს სმა და მერე ბუჩქი არ გამოგვიტოვებია, რომ არ გაგვეჩერებინა. მუცომდე მარშუტკით მივედით, კინაღამ გავგიჟდი. ვიხვეწებოდი, ფეხით წამოვალ_თქო :)) მუცოზე ფეხი გავშალეთ, ბოლომდე ავედით. მერე შატილის ტრაფარეტთან დავბანაკდით და სუფრაც გაიშალა. ერთადერთი ფხიზელი ადამიანი ვიყავი იმ ღამით :))) დილით შატილი დავათვალიერეთ, კოშკებში შევიჭყიტეთ, კინაღამ სახლებში შევუცვივდით ხალხს. მერე ისევ ჩავიპრესეთ და დავუბრუნდით თბილისის ხმაურიან ცხოვრებას. ძალიან კარგი იყო, მაგრამ მობილური არ იჭერდა და აქეთ თორნიკე მოკვდა ნერვიულობით, იქით - მე.


ბათუმი

სამშაბათს უნდა წავსულიყავით მე და თაკო. ორშაბათს საღამოს თორნიკეს შვებულება მისცეს და როგორ გამიხარდა, ამას არ დავწერ. ასე, რომ სამნი გავუდექით გზას, ნაცნობ სახლს მივაშურეთ და ”დავბანაკდით”. ამინდებს მოვარტყით, ორჯერ იწვიმა მხოლოდ, ისიც ღამით. ქარბორბალებიც ვნახეთ, მაგარი იყო, ექსტრემალური, თუმცა შორს იყო და ვერაფერი დაგვაკლო. აქედან წავედით შემართებით ”ძირს კვება!”, მაგრამ თორნიკემ პროტესტი გამოთქვა და თვითონ მზარეულობდა, თან ისე გემრიელად, რომ შეუძლებელი იყო თავის შეკავება ომლეტისა თუ ერბოკვერცხის დაგემოვნებისგან. მოგვიანებით ქეთო და რამდენიმე კაცი შემოგვიერთდა. კარგი იყო ზღვაზე. ცოტა დავიწვით. ცხვირზე რამდენიმე ჭორფლიკი გამიჩნდა და მიხარია.

იმერეთი

სოფლის სახელს შეგნებულად არ დავწერ, ტოესწ ვერ დავწერ :)) სულ რაღაც 18 საათი გავატარე, აქედან 7 მეძინა, ღამე იყო და დანარჩენი დრო ან თხილს ვჭამდი ან ნახევრადმწიფე ყურძენს ან სიმინდს ან ჰამაკში ვეგდე და მეძინა :))

ყაზბეგში წასვლის შანსი მქონდა და ვერ გამოვიყენე, მიზეზებს არ დავწერ. ძალიან მინდოდა. სხვა დროს აუცილებლად..
საუკეთესო შვებულება ever
პრინციპში პირველი შვებულება :)
და შემდეგ ყველაზე მძიმე კვირა სამსახურში, აკლიმატიზაციის პროცესი :(


სურათები:
შატილი
ბათუმი

7 comments:

Tomushka said...

რა კარგია :) ყურძენი მეც მომინდა. ახლა შემწიფების ოერიოდი აქვს იმერეთში შავ ყურძენს, მარიამობაზე საკურთხზე დადებენ ხოლმე ჩვენკენ რამოდენიმე მტევანს :)

მომენატრა მანდაურობა რაღაცნაირად. დღესაც მთელი დღეა კახური ყურძენი მენატრება.

Keti said...

კარგი იყო :)
ისე ძალიან მინდა მუცოს ნახვა... შავი მტევანიც მადისაღმძვრელად გამოიყურება :)

OTO said...

ომლეტი და ერბოკვერცხი რით განსხვავდება ??

ანუკ said...

ra kargia mravalferovani Shvebuleba.mec mominda. sul ertseriiani dasvenebebi maqvs xolme :)

shotas foto ar dado, sadme tu shemxvdeba shen magivrad me movklav :)

ბაბისა said...

axla vifiqre saidan maxsovs es postmetqi da mere gamaxsenda rom namdvilad wavikitxe da davkomenteda rom turme eg faceze iyo :D :D

nati kuda said...

anuk: loool :)))

oto: omletshi ufro bevri ragac shedis

ნასტასია said...

Satilshi roto cxovrobeo,tore chemi megobari gatxovda shatilshi erti tvis da ircmuneba ro yvelase magaria adgilia mtel dedamizase :D :D :D :D