6.7.09

საგარეჯო

ჰოდა, შაბათს ავიკარით გუდა–ნაბადი და ჩვენ–ჩვენი სახლებიდან დავიძარით სამგორის მიმართულებით. მეტროსთან უნდა გვენახა მარი, რომელსაც დაუჯდა მობილური და თან დაგვიბარა, დავაგვიანებო. სამგორის მეტროს აქვს ორი ამოსასვლელი შიგნით და ჩვიდმეტი გარეთ :)) ამიტომ გავიყავით და ‘დავუპადიეზდეთ’, მაგრამ უშედეგო ლოდინის შემდეგ მე და თორნიკე ისევ სადგურში წავედით, იქნებ იქ მაინც მოვიდესო. მოვიდა მარი და ზუსტად იმ ამოსასვლელით ამოვიდა, სადაც შოთა დავაყენეთ, მაგრამ იყავი ახლა მაგის იმედზე, ვიღაც სხვა გოგოს გაეკიდა და მარის აცდა. ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ვიპოვეთ ერთმანეთი და ჩავსხედით მარშუტკაში.
პირველი რეაქცია?
–შენ საგარეჯო ეძახე და შესულა ცივილიზაცია!
მერე ვიყიდეთ სურსათ–სანოვაგე, გავაჩერეთ ტაქსი და ავედით სახლში. დავანთეთ ცეცხლი, დავჭერით ხორცი, გავრეცხეთ ბოსტნეული, გავაბით ჰამაკი, გავშალეთ სუფრა და დავნაყრდით.
მერე სახლში შევლაგდით, ვიჭორავეთ, მე და მარიმ დავიძინეთ, შუაღამისას გაგვაღვიძეს და მერე ისევ დაიძინეთ.

კვირას ადრევე ავდექით და ბევრი ვიარეთ. ჯერ წმინდა გიორგის ეკლესიაში ავედით, მერე იქვე სალოცავში, მერე სათაოში თუ სადღაც, საგარეჯოს სტადიონი ვნახეთ, რომელიც ძალიან შორსაა და + აღმართია უსწორმასწორო, ლოგიკურია, რომ ერთი კარი ჰქონდა მხოლოდ :)) ბოლო მიზანი ლაშარის წმინდა გიორგის ეკლესია იყო და მოვბრუნდით სახლში. მთელი ამ ‘ტურის’ მანძილზე ჩვიდმეტჯერ გადავიარეთ მდინარე და უკანვე გადმოვიარეთ.
სახლში მოვედით, დავნაყრდით, დავწექით და დავიძინეთ. იწვიმა, გამოიდარა.. ამასობაში ბოლო მარშუტკამაც გაგვასწრო და რომ არა შოთას კეთილი მეზობელი ძველი მანქანით, რომელმაც ქვემო საგარეჯომდე ჩაგვიყვანა და მარშუტკაში ჩაგვსხა, მოგვიწევდა შარვლის ტოტების აკაპიწება მანქანის გასაჩერებლად :D

კარგი იყო...
ცოტა დავიზაგრე,
ცოტა გავცივდი
და ახლა ცხვირში გაგუდულს ყველაფერი ძალიან კარგად მახსენდება.

8 comments:

ანუკ said...

ვგიჟდები ბედნიერი ვიქენდის ამბებზე :)
+1000 ბედნიერი ვიქენდი შენ:)

kanario said...

momeconaa :) saertod momcons sheni blogi! linkebi xom ar gagvecvala? shen ukve xar chemtan :)

Keti said...

აი, ასეთი უიკენდები მომწონს – სადმე გამგზავრებებით და სიახლის ნახვით:) ასე თითქოს კვირა/დრო ისე სწრაფად აღარ მიჰქრის..

nati kuda said...

ჰო, ძალიან კარგი იყო.
ანუკ, მადლობა დიდი :)

კანარიო: ჩაგამატე :)

ქეთი: სამაგიეროდ ორშაბათი აღიქმება უფრო ძნელად :(

Dreamer Kikito said...

dasvenebaa mindaa da exla ufo momindaa :(

Anonymous said...

on Jul 6, 2009
იარლიყი: weekends აბდაუბდა
ქაჯი ხარ!

Anonymous said...

on Jul 6, 2009
იარლიყი: weekends
ქაჯი ხარ !

giorgitab said...

შესულა ცივილიზაცია მომეწონა :)
არ მჯერა რაღაც მაგის მე :((