დღეს დილით სათაოში ვიყავით, ტრენინგი იყო თემაზე "ფულის გათეთრება და ტერორისტთა წინააღმდეგ ბრძოლა" თუ რაღაც მსგავსი. ფულის გათეთრების და სხვა მაქინაციების ხერხები გვასწავლეს :D ჯერ პრაქტიკაში გამოვცდი და მერე გასწავლით :D
დღეს გავიგე პირველად საიდან მოდის ტერმინი "money laundering " ( ანუ ფულის გათეთრება). ალ კაპონეს უკავშირდება. ალკოჰოლური სასმელიდან მიღებული არალეგალური შემოსავალის "გასაპრავებლად" გახსნა სამრეცხაოს ქსელები და იმ "შავ" ფულს "თეთრად" ატარებდა. ჭკვიანურია, რას ერჩი.
ჰოდა მერე ისე გვეზარებოდა მე და გვანცას სამსახურში დაბრუნება :(( მარა დავბრუნდით და საათს რომ დავხედე, უკვე ექვსი იყო დაწყებული. მალე გავიდა დრო.
მეგონა სამსახურის მერე სახლში ამოვირბენდი, კედებს ჩავიცმევდი და მერე ბევრს ვიბოდიალებდი, მარა თორნიკემ არ მცალიაო და 5 წუთით ნახვას მანქანით მგზავრობა არჩია.. ახლა წაიკითხავს, შემომივარდება და რატო იბუსხებიო, მეტყვის, მე კიდევ ვიბუსხები და რა ვქნა?? პრინციპში ვერც გაამტყუნებ, მარა მე გზის დაგრძელებას არ შევუშინდებოდი.
ცუდია ფესტივალი რომ დამთავრდა. ის სამი დღე იცოდი, რომ საღამოს სასიამოვნოდ დაკავებული იყავი, მთავარი იყო იპოდრომამდე (და შარდენამდე) მისულიყავი და დანარჩენს იქ მოიფიქრებდი. კარგი იყო. ხალხის მხრივაც ამ ჯერზე ბევრად უკეთესი მასა იყო მოსული. ჭორიც გავიგე, თუ წელს ყველაფერი კარგად ჩატარდა, მომავალ წელს მეტალიკას და რედიოჰედს უნდა ველოდოთო. ალბათ ტყუილია, მაგრამ როგორი სასიამოვნოა?!
წავალ, გრეის ვუყურებ, ძლივს გადმოვწერე
p.s. ქართული კლავიატურა არაფრით ყენდება. კომპიუტერი სულ უფრო ხშირად ჭედავს და გამორიცხული არაა ერთ მშვენიერ დღეს კომპიუტერის ჩართვისას მონიტორზე შავით თეთრზე წარწერა ამოხტეს: "2005 - 2009"

4 comments:
იმედია ეგრე იქნება და მომავალ წელს ჩამოგინეხულებთ ფესტივალზე :)
ქოლდფლეი?? :O
რა ბოლოს ვიგებ ყველაფერს :P
მძაგს radiohead და ეს მოტირალი მამრები საერთოდ მკლავენ :D
აი white stripes რო ჩამოიტანონ (და არა ჩამოიყვანონ) ill be soooooooo happy :ჯუმპ:
მაკრატლებზე ოცნებაც კი არ ღირს :P
coldplay :-S
her: ai, coldplay tiris, redioheadi ganicdis :D:D
Post a Comment