22.5.09

110 %

პოზიტივი 1:
აი, ძაან საშინელი დღე იყო, ჯერ ძლივს ავდექი ლოგინიდან, მერე კინაღამ ტირილი დავიწყე, რომ გამახსენდა ისევ სამსახურში უნდა მივსულიყავი, მერე ეკამ სია მაჯახა, სულ რაღაც 187 კაციანი :| და უცებ ბრახ და ტესტი ანაბრებში და 100%-დან 110% ავიღე
ფაქტობრივად ოვერლიმიტში გავედი


პოზიტივი 2:
შემდეგ შაბათ-კვირას ნათესავის ქორწილში დაგვპატიჟეს. თვითონ ეს ნათესავი, ვისი ქორწილიცაა, კი არის ჩვენი ტოლი, მაგრამ წელიწადი ისე გავა, ნახვაზე რომ არაფერი ვთქვათ, შეიძლება სულ არ გამახსენდეს მისი სახელი. ჰოდა ახლა ბრახ! და ქორწილში მოხვალთ ოთხივეო :| რაღა თქმა უნდა, დამეზარა.. დღეს სახლში შემოვედი და დამხვდა ახალი ამბავი: გაიპარაო, ოღონდ გაიპარა და სხვა ბიჭს გაჰყვა ცოლად
ახლა ისიც ბედნიერია და მეც.

4 comments:

Natalia said...

:D :D


ქორწილამდე 1 კვირით ადრე სხვა ბიჭს გაყვა? :D


ჰოლივუდ-სთორია ფაქტიურად :D


და ეს 110% რას ნიშნავს? :))

Chaotic said...

wooow..
so sweet...
მართლა ფილმივითაა

Khatia Caroline said...

მომეწონა პოზიტივი 2 :)

Keti said...

აი, შემდეგ პოსტს ვკითხულობდი და... აქაც ხომ ასე დაიწყო დღე? და უცებ, ბრახ! :))