10.5.09

დნცგ დნცგ

გუშინ დაგეგმილი გვქონდა ღამე თუ საიდში წავსულიყავით, ცოტა დაგველია, ცოტა გვეცეკვა და ბევრი გვეჭორავა :D მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, გავედი სახლიდან შუადღით და ფეხს ვეღარ ვგრძნობ :| უფრო სწორად ვგრძნობ, მაგრამ ძალიან მტკივა.. ვარჯიშზე მივედი და სიმწრისგან ცრემლები რომ გადმომცვივდა, ნუკრიმ აბა დროზე სახლში წადი და შალი მოიხვიე, კუნთი გაქვს გაცივებულიო. მოვედი, დავიზილე, შევიხვიე და დავწექი. მერე კოჭლობით ჩავედი თუ საიდში და არ ვიცი, სასმელის ბრალი იყო თუ რისი, მაგრამ ცოტა გადამიარა :D
მერე ბევრი დავლიე, პირველად ცხოვრებაში. პრინციპში არც ისე ბევრი, ორი კოქტეილი და + თორნიკეს ვისკს ვწრუპავდი და ნინოს ლონგ აილენდს ცოტა კი შემაჟუჟუნა, მაგრამ არ დავმთვრალვარ და ახლაც რომ გავიღვიძე, არც თავის ტკივილი, არც თავბრუსხვევა, არც უსიამოვნო შეგრძნებები..
ყველანი folder all-ში დავიდებით

1 comment:

Kate said...

მე რომ მინდა, იმ folder all–ში????? :D :P

ახლა როგორ გაქვს ფეხი???