8.5.09

08.05.09

მარცხენა ფეხზე ავდექი დღეს ეტყობა. ნახევრად მძინარე გავედი სახლიდან. მარშუტკამ გამასწრო. მერე ავტობუსს ავახტი. მეტროსთან რომ ჩავედი, უკვე 10 იყო დაწყებული. ტაქსი გავაჩერე და ვთხოვე, ვაკით წადი_თქო და მაინც სააკაძით წავიდა. კიდევ კარგი, გზა ცარიელი იყო, თორემ დავაგვიანებდი. სამსახურში ისეთი არაფერი.

მერე ელიტში შევედით მე და ბურთი. ყურსასმენის ყიდვა მინდოდა, თორემ ცალი ყური დადუმებულია და ვიტანჯები. ჩვიდმეტი ყუთი გავახსნევინე კონსულტანტს, მაგრამ ჩემი ყურებისთვის ყველა დიდი აღმოჩნდა. ბოლოს ერთი კარგად მოვირგე, მარა ძალიან წიკვინა ხმა ჰქონდა : ( წამოვედი ყურებჩამოყრილი. დავუყევი პავლოვს. სხვა მაღაზიაში შევედი, მაგრამ მხოლოდ სანიოს, ბილიპსისა და პანასონიას ყურსასმენები ჰქონდათ. მერე პეკინზე გადავედი. ვერაფერი ვნახე. ამასობაში დავიღალე. შუქნიშანზე 2ა დავინახე და გაქცევა დამეზარა, სხვაც გამოივლის_თქო. ხუთი მარშუტკა გავუშვი მერე სავსე. 50 რომ დავინახე, თვალები გამინათდა, მაგრამ გოგომ დამასწრო, შეხტა და ადგილიც აღარ დარჩა. მერე ავტობუსს გავეკიდე და მოიხურა კარი, წავიდა : (( კინაღამ ბორდიულზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. წავედი მერე კუდამოძუებული მეტროსკენ. ისეთი დახუთულობა იყო.. თან ნერვები დაწყვეტაზე მქონდა და ჯერ საყურეები დავიხსენი, შემაწუხა, მერე ბეჭედი მოვიძრე და ძლივს მოვედი ავლაბარში..

თვის ბოლოს შვებულებას ვიღებ ერთი კვირით და აბასთუმანში მივდივარ.. დავიღალე : (

6 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

auu ra sasiamovnoa esetio dgis ,ere saxlshi sacolze dagdeba da ar ganzreva :D

Natalia said...

ყველაზე უბედური გაჩერებაზე ვარ ხოლმე :მო:


მე გუშინ მქონდა საშინელი დღე :))

thomas said...

me sul marcxena fexze vdgebi : (

Unknown said...

აუუ
პმს? :D

nati kuda said...

tatia: nooo :D

Buda said...

arada me miyvars, sxva gza ro agar maqvs xolme da metroti micevs casvla :D