3.2.09

09:30


დილით ადგომა არასდროს მიყვარდა, მაგრამ ვიცი, ხვალიდან უფრო და უფრო გამიჭირდება. მუშაობის არანაირი ხალისი აღარ მაქვს. არ მიყვარს სამსახური რომ მოვალეობად იქცევა, მარა ჩემი ბრალი არაა.
რამდენიმე დღის წინ ინგლისურის მასწავლებელმა მითხრა, შენ ყოველთვის წინააღმდეგობების გადალახვა გიწევსო და იქიდან წამოსულმა ცრემლები ვღვარე ლიფტში, ცამდე მართალი იყო და იმიტომ. დღითიდღე ვრწმუნდები ამაში.
ვერ ვიტან საქართველოს. სიამოვნებით გადავცხოვრდებოდი და არ დამწყდებოდა გული არც ქართულ სამზარეულოზე, არც ბუნებაზე, არც ტრადიციებზე..
დათრგუნული ვარ. გავსკდი შოკოლადებით, ჩიფსებით, თხილით და სხვა არაჯანსაღი საკვებით და ვარჯიშზეც არ წავედი :|
ხვალ თომა ბეთანიაში მიდის ჩემს გარეშე.. ბეთანიაში.. სადაც ყველაფერი დაიწყო.. როგორ მიყვარს.. და შუა კვირაში.. არადა როგორ მინდოდა წასვლა :|

listening to: Radiohead - Scatterbrain

4 comments:

ntvare said...

ქვეყანაზე დაგეთანხმები :`ყეს:

OTO said...

კარგი ინგლისურის მასწავლებელი გყოლია : )

ჩორვენი said...

nnnnnnnnnnnnnnnnaaaaaaaaaaaaaaaaat

gaigimeeeeeeeee
magis gamosavalia rame axali camocyeba, eqscentruli axali gadacyvetileba :))

Keti said...

კარგი და არც ისე კარგი ხომ სულ მონაცვლეობს.. არ მოიწყინო, ყველაფერი უკეთ იქნება! :*