გუშინ ჩიტის რძე ვიყიდეთ მე და თორნიკემ და მირასთან ავედით, რამდენი ხანია არ მინახავს. ნატალის ეძინა. როცა გაიღვიძა კიდევ, იმდენი დავესიეთ, რომ შეეშინდა და ტირილი დაიწყო. მერე გაიფიქრა ალბათ ერთი თქვენი დედაცო და გააგრძელა ძილი.
ჩვენ ამასობაში ერთმანეთი მოვიკითხეთ, ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები მიმოვიხილეთ, სადახლო და ზუგდიდი დავპინგეთ ( :D ), ლინუქსი დადებითი და უაროფითი მხარეები ჩამოვთვალეთ და ნატაშკამაც გაიღვიძა. სააყვარელი, იმხელა ლოყები აქვს, რომ კბენა მოგინდება.
როცა ეძინა, ლოგინთან ვიჯექი და ვაქანავებდი და თორნიკე მაიმუნობდა, სწრაფად გააქანე, წრეს გააკეთებს, მაგრამ არ გადმოვარდებაო და უცებ ბავშვმა ძილში შუა თითი აუწია და მოკუმა :D
მშვენიერი საღამო იყო. ახლა სახლში ვზივარ დილიდან. 2 ფილმი ვნახე, სახლი ავალაგე, სუპჩიკი გავაკეთე და პაზლებს კიდევ შევმატე 1–2 ნაწილი. ჩარჩოებს და ცალ–ცალკე 2–2 შეერთებულ ნაწილს თუ არ ჩავთვლით, ჯერ მხოლოდ ეს ავაწყვე:
ახლა ვზივარ და ვფიქრობ, წავიდე თეატრში თუ არა.. საქმე ისაა, რომ თორნიკემ უნდა გადაიღოს სპექტაკლი, ანუ კამერას ვერ მოშორდება და როცა კამერას ხედავს, ჩემთვის არ სცალია :(
lasT.fm-ზე swell season-ის ჯგუფში გავწევრიანდი და მომდის ხოლმე ახალი სიმღერები და ლაივები. დღეს მომივიდა ერთ–ერთი და რომ ჩავრთე, მივხვდი რომ მომნატრებია. ფილმსაც სიამოვნებით ვნახავდი კიდევ ერთხელ. უნდა გადმოვწერო :love:

5 comments:
აუ, რა საყვარელი მოგვარე მყავს! :))
კი, კბენა მოგინდება, ფოტოდანაც ასე :))
swell season-ის სიმღერები და ლაივები მეც მინდა :cry:
ვაიმე რა ცხოვრებაა ეს ბავშვიი :ლოვე:
deka: ნინიც ვნახე, მარა კბილი ჰქონდა ამოღებული და ვერ იყო ხასიათზე, არ გამეკარა :(
ქეთი, თაკა: ცოცხლად მაინც სულ სხვაა :))
ui :(
Post a Comment