1.1.09

გილოცავთ ახალ წელს



მოვიდა, თან როგორ ლამაზად მოვიდა? თოვლით :)
ამის მიუხედავად 21 წლის მანძილზე მაინც ყველაზე არასაახალწლო განწყობით შევხვდი 12 საათს. მაგრამ მერე თოვლის ბაბუა მოვიდა და მშვენიერი საჩუქრები მომიტანა:
–ბენეტონის საფულე;
–Puzzle - 2 000 ნაწილიანი :jump: ;
-Gabriel Garcia Marquez - "Living To Tell The Tale" (ორიგინალი);
–ზოლიანი ტრუსები;
–ფერადი ბუშტები.

როგორი იყო 2008 წელი?
ძალიან მკაცრი: ცვლილებების, დიდი დანაკარგების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, წარმატების, დიდი დაშორებების.. + ომი და კრიზისი ქვეყანაში.

რას ველოდები?
მმ.. კონკრეტულად არ ჩამოვწერ, როცა ველოდები, უფრო მიცრუვდება იმედები, ამიტომ მინდა, რომ მშვიდი წელი იყოს, სიყვარულით და სითბოთი სავსე.


გილოცავთ. ბედნიერების და სიმშვიდის წელი ყოფილიყოს ყველასთვის

5 comments:

Kate said...

გენაცვალე...
აუ ეგ puzzle–ები მეც მინდა ჩემთვის და სად შოულობ ხოლმე???



გილოცავ, მრავალს დაესწარი my lovely call centre.. ძალიან საყვარელი ხარ...
ხოდა ისა, მართლა მშვიდად და სიყვარულით ყოფნას გისურვებ.

Keti said...

ნათი, თბილო ადამიანო, გილოცავ! :)
ულამაზესი წელი ყოფილიყოს ეს და კიდევ –მრავალი მომდევნო :)
:2kiss:

jaco said...

უიიი, ნაძვის ხე არ მაქვს მე, იცოდი? პირველი ახალი წელია რომ ნაძვის ხე არ მაქვს. ან რად მინდა ნაძვის ხე, ვისთვის? მარტო ჩემთვის? ფული დამენანა ალბათ რამდენიმე დღისთვის და მარტო ჩემთვის ნაძვის ხე, ვინმე რომ ყოფილიყო კიდევ აქ, უფრო სიხარულით ვიყიდიდი...

და რა მოხდა მერე?

გილოცავ ბედობას!

Anonymous said...

mec gilocav :)

nati kuda said...

789: სუპერში იყიდება სხვადასხვა ზომის და ფორმის, საკმაოდ დიდი არჩევანია :)

ქეთი, ნთვარე: მადლობა დიდი :*

ჯაკო(მო): მმმ.. ტოტი მოგეტეხა სადმე და ჩამოგეკიდა სიმბოლურად :))