7.12.08

careful where you stand

***
დღეს ის იშვიათი დღეა, როცა coldplay-ის მოსმენა მსიამოვნებს : )
ეტყობა დღევანდელი სასიამოვნო დღის ბრალია და ზედმეტად სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექი?
არ ვიცი, ალბათ. დღე მართლაც სასიამოვნო იყო.

***
ძალიან მინდა დღეს წიგნის ყიდვით დაწყებული გეგმა ბოლომდე მივიყვანო. არ მეზარება და მონდომებაც არ მაკლია თითქოს. ნეტავ ნეტავ ნეტავ..

***
ყველაფერს განვიცდი, რასაც ჩემთვის ძვირფასი ადამიანები განიცდიან. და თუ ერთის მხრივ გული მტკივა, რომ ერთმა სიყვარული დაკარგა, მეორე პოვნის გზას ადგას და ძალიან მახარებს. მამრობით სქესს რომ თავში ჭკუა არ აქვს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. (ბუ, შენ არ გეხება :ლოვე: )

***
თურმე ათასგვარად შეიძლება დაინახო ის, რაც წიგნშია გადმოცემული. ეს ადრეც მესმოდა, როცა ერთიდაიგივე წიგნზე მე სხვა აზრი მიჩნდებოდა და გარშემომყოფებს სხვა, ანუ სხვადასხვანაირად განვიცდიდით, სხვადასხვანაირად ვიგებდით და თუ მე ერთ გმირში დადებითს ვხედავდი, სხვები უარყოფდნენ მას, დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ილიას დარეჯანის მიმართ საშინელი სინანულის გრძნობა გამიჩნდა, არადა დღემდე ჩემი ანტიგმირი იყო და სიძულვილის მეტს არაფერს განვიცდიდი. და ქალბატონი ლაურას თამაში, ეს ცალკე თემაა.
ვისაც თეატრი უყვარს, აუცილებლად წადით თუმანიშვილში, "ჩუპრი–ჩუპარ, დარეჯან"..


***
Did you want me to change?
Well I'd change for good
And I want you to know that you'll always get your way
I wanted to say…

***
"და მთელი ხიბლიც ეგაა. რომ უყურებ და ფიქრობ, ეს რა შესაყვარებელიაო და ამ დროს ისეთ სითბოს გრძნობ გულში, რომ გეცინება შენს თავზე..
ჯერ სითბო, მერე ჟრუანტელები. მერე შენს თავს შეამჩნევ, რომ გძინავს თუ გღვიძავს, სულ იმაზე ფიქრობ. მერე უყურებ და ფიქრობ, რომ ეს ისაა, ვისაც ელოდი..
და მერე ფაქტის წინაშე დაგაყენებს..და ეტყვი კიო.. და დაიბნევი.. მერე შეგეშინდება, მგონი შემეშალაო..მარა აი მერე უფრო მაგარია, მერე იცნობ ადამიანს სინამდვილეში.
პირველი თვე ცოტა რთულია, სულ დაბნეული იქნები, მოგერიდება ქუჩაში სიარული და ნაცნობ გაჩერებებზე ეცდები ხელი გაუშვა, ვინმემ რომ არ დაგინახოს.. და მერე ხვდები, რომ არ ცდები და გაჩერებებსაც ფეხებზე დაიკიდებ.. და ყველაფერი ისეთი თავბრუდამხვევი და ლამაზია"..


***
ასეთი ნისლი არასდროს მინახავს.. ფანჯრიდან არაფერი ჩანს საერთოდ. ულამაზესია. მოთოვს?

7 comments:

ჩორვენი¹³ said...

motovoss minda gvinda !!!

OTO said...

თოვლი მინდა ოღონდ ნამდვილი (არა თბილისის) : )

nati kuda said...

oto: დანიურ სახლში შეიარე, სკანდინავიის თოვლი იყიდება :D

OTO said...

ოხერ : D

ntvare said...

moTovs, moTovs, :jump:

deka136 said...

"მამრობით სქესს რომ თავში ჭკუა არ აქვს, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი"






mec rac chkua maqvs tavshi, bare san mdedrs eyofa :boli:

Kate said...

"დღეს ის იშვიათი დღეა, როცა coldplay-ის მოსმენა მსიამოვნებს : )
ეტყობა დღევანდელი სასიამოვნო დღის ბრალია და ზედმეტად სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექი?
არ ვიცი, ალბათ. დღე მართლაც სასიამოვნო იყო."



@deka136 – კეეე, როგორ არა.....