15.11.08

pizza plant

უიქენდი ეძახე და თვალის მოხუჭვა ვერ მოვასწარი, რომ მაღვიძარამ დარეკა. სულ რაღაც 07:45 იყო. თხუთმეტი წუთით გავიგრძელე ძილი და მერე სხვა გზა არ იყო, ავდექი, ჩავიცვი და სამსახურისკენ გავწიე.. საღამომდე.

მერე პიცა ფართი : ) ჩემს მეორე და მესამე ნახევრებთან ერთად.
გემრიელი იყო, მარა ის შავი ყველი რომ გაცივდა ისე გამწარდა.. FუF..
და მერე ფეხით გავბოდიალდით ნაფარეულიდან თავისუფლებამდე.
შოკოლადი მიყიდა თორნიკემ. შოთამ ჩემი გასაღება გადაწყვიტა და მთელი ქება–დიდების შემდეგ გამყიდველს ჩემი თავიც შესთავაზა. სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) არ გამიმართლა, 15 წლის ბიჭი მყავსო
გზად დაკეტილი ზოომაღაზია გავახსნევინეთ ქალს, თორემ 3 დღეა ჩემი თევზები დიეტაზე არიან

ჰოდა ახლა ისეთი გათიშული ვზივარ, დაწოლაც კი მეზარება

და gol.ge–დან 250ით ვიწერ

პ.ს. ვიღებ შეკვეთებს სიზმრებზე

3 comments:

marazma said...

erti kai izmari tavis gvirilebit,chaxutebit da ambebit aqet gamoushvi ra chemi daiko :D :*

ntvare said...

აუჰ პიცა არ გამახსენოთ :D ორი წელია ვალი მაქვს :D

nati kuda said...

marazma: არაჰ, მე რა ვნახო იმაზე ვიღებ შეკვეთებს.. აი, მაგას ვნახავ მაშინ ამ საღამოს :პ

ნთვარე: მე 2 თვის მერე ჩავაბარე :))