31.10.08

რაგბი / გოგრა ფართი

რაგბზე ვიყავით, შოთას ნახევარფინალი ჰქონდა. ცოტა გამაბრაზა, არ მიყვარს რომ ვირდებიან ხოლმე, მითუმეტეს კაცები და მითუმეტეს საუკეთესო მეგობრები.. მარა დღის ბოლოს ვუთხარი რასაც ვფიქრობდი და მომეშვა. გაბრაზებულიც კი აღარ ვარ. ჰო, წავაგეთ.. აბა მთელი პირველი ტაიმი რომ გეძინება და მეორეს ბოლო 20 წუთში გამოიღვიძებ, რა შედეგს უნდა ელოდო? ამდენი არ მიყვირია არასდროს : ))

მერე ლილიანთან გავიქეცით. შევედით ოთახში და დაგვხვდა უამრავი გოგრა.. მარა ჩვენ ჩვენი გოგრით მივედით. შუადღეს ბაზარში ვიყავით და ვიყიდეთ. არჩევისას კინაღამ გვცემეს, იმდენი ვაწვალეთ გამყიდველები. ერთს სკოლის მოსწავლეებიც ვეგონეთ :D მოკლედ, შევეჭიდეთ ამ 21 გოგრას, სულ ექვსნი ვიყავით (მე, თორნიკე, ლილიანი, სვითი, ეთი და secrets). ცოტას ვნერვიულობდი, არ მინდოდა გაფუჭებულიყო. თორნიკემ თავი ამოაჭრა, გამოვშიგნეთ, მივჩხვლიტეთ და დავიწყე ჭრა.. მეთქი მე დავხატავ და თორნიკე ამოჭრის_თქო, მარა ეშხში შევედი და მევე დავასრულე. საყვარელი უცხოპლანეტელი გამოვიდა. ისეთი გემრიელი სუნი იდგა ქორფა კვახის (არადა გაყინული გოგრები შეაპარეს :D ), რომ ეთიმ დაჭრა და მოსახარშად შედგა. არაუშავდა რა. თორნიკეც იღებდა მონაწილეობას მოხარშვაში და დაეტყო კაცის ხელი. ვის ოჯახშიც შევა.. :–"
ჰოდა ჩვენ სამი გოგრა მოვგოგრეთ, ღამურა, უხოპლანეტელი და ბაბაიაგა გოგრით. კარგები გამოვიდა, კმაყოფილი დავრჩი საკუთარი ნამუშევრებით. მერე რამდენიმეზე ტესტი ჩავატარეთ, სანთლები ჩავდგით და მშვენიერი გამოვიდა.
ნეტავ ხვალ რა იქნება?? იმედია საღ_სალამათნი იქნებიან საღამოს დაწყებამდე გოგრები.
ძალიან სასიამოვნო დღე იყო, მართლა : )


ხვალინდელ დღეზე არ ვფიქრობ. საოცრად მშვიდად ვარ, მიკვირს
და მიხარია.

2 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

we are so sweet

უსაყვარლესი საღამო იყო!! ძალიან მიყვარხართ ყველანიი :ლოვე: :ჰაგ: ხვალ დღისითაც გნახავ და საღამოს გოგრების გვერდითაც :jump":

OTO said...

რა სულ რაღაცის ამოჭრაზე ხარ ?!

: ) : D : P