10.10.08

ორშაფათამდე

ხვალ ახალციხეში მივდივარ, ნათესავის ქორწილია. გადაწყვიტა, რომ მეჯვარე ან მე უნდა ვიყო ან ქეთო ან თაკო..ქეთოს საერთოდ არ ჰყავს ნანახი, ავტომატურად გამოირიცხა.. თაკო კი ცდილობს თავი დააღწიოს, მე პატარა ვარო და ის დიდიაო (16 Vs 29), მაგრამ ეჭვი მაქვს ვერ აცდება :D მე ხვალ დილით რომ ჩავალ, მეჯვარეობის თავი ნაღდად არ მექნება. მგონი გადავრჩი. საერთო არც არაფერი მაქვს იმ გოგოსთან, რამდენჯერმე მყავს ნანახი, ისიც გასვენებებში. რატომ გადაწყვიტა ასე, ვერ მივხვდი, ნუ არც მიცდია : )) ან რაზე შეიძლება ელაპარაკო? კულინარია უყვარს, ჰოდა რამე ახალ რეცეპტებს გადავიკითხავ და მოვუყვები

კვირას დავბრუნდებით. ორშაბათს ვმუშაობ, თან ტესტი მაქვს სამსახურში..

მიხარია მაინც, ქორწილი არა, დეიდაშვილებს ვნახავ ნამატითურთ : )
თან ჰაერს გამოვიცვლი © ბუ

ჰო, წეღან პიემი მომწერეს ფორუმზე.. ძალიან გამიხარდა. ვითომ არც არაფერი, მაგრამ პატივს ვცემ იმ ადამიანს და იგივე ვიგრძენი იქიდანაც. გამიხარდა..

6 comments:

sabaha said...

ღმერთო ჩემო რა ცუდი რაღაც გამოიგონა კაცობრიობამ, ქორწილიიიიიიიი
ხვალ მივდივარ და უკვე ვგლოვობ , ფუ , კი მიხარია რომ ბედნიერია ვინც თხოვდება, მაგრამ მე რომ არ მინდა წასვლა :(((

jaco said...

ბევრი არ დალიო!:)

Kate said...

არ გინდა ორშაბათს მნახო???
10–დან მანდ ვიქნები.

nati kuda said...

უტვინო: იცი მე როგორ ”გამიმართლა”? თურმე ცალ-ცალკე ჰქონიათ ქორწილები და პირველზე გოგოს ქორწილში ვიყავი და 6ზე ბიჭის ქორწილში : ))))

ჯაკო: დავთვერი და დავიმხე თავზე ყველაფერი : )))

ქეთ: ხვალ?? დელისზე გადმოხვედი?? მე მოვალ 5თვის და მოგძებნი, თუარადა დამირეკე, 6225ია შიდა ნომერი

Kate said...

უი შენი განყოფილება დელისზე ზის???:((
მე სათაოში ვარ. და შენც სათაოში მეგონე.

nati kuda said...

ქეთ: ხოო, იმდენი ვართ, რომ სათაოში აღარ დავეტეოდით და დელისზე გადმოგვისროლეს : ))