14.10.08

37,3

დავიღალე მართლა უკვე, ოდნავ აცივდება და სულ სიცხეები მაქვს, სულ. ექიმთან კიდევ ცოცხალი თავით არ მივდივარ. ხან რას ვიმიზეზებ, ხან რას.. და იმიტომ, რომ.... მეშინია, ძალიან მეშინია. სულ მგონია, რომ ექიმი რამე ცუდს მეტყვის, გული მეტკინება, მაგრამ ჩემზე მეტად ოჯახი და ბუ ინერვიულებენ. ხალხი კიდევ სხვანაირად დამიწყებს ყურებას, საწყალი, ავად ყოფილაო.
ნუ, თუ სასიკვდილო არაფერი მჭირს, მაშინ გლანდების ამოჭრა მომიწევს, მაგრამ რომ წარმოვიდგენ, სკამზე უნდა მიმაბან, ვგიჟდები : ( ამოეჭრათ, რა პატარა რომ ვიყავი, მაშინ ვერც გავიგებდი რას მიპირებდნენ და ახლა ჩაფუთნული არ ვქნებოდი კომბოსტოსავით : (
არადა განა მაწუხებს, მარა არ მიყვარს ჩემზე რომ ნერვიულობენ, თან სხვა სანერვიულოც როცა ბევრია და მე კიდევ უადგილოდ ვეკვეტები სხვის ფიქრებში : (

და კიდევ ეს უაზრო ”ვერ მოვატყუებ..”
მომეტყუებინა და გულს არ ვატკენდი და მეც არაფერი დამაკლდებოდა ამით. უტვინო, უტვინო კუდა

7 comments:

ჩორვენი¹³ said...

svit carmoidgine rame rom gagimizezdes zalian bevrad uaresad xom unda naerviulo yvela??

amitom nela nela sheepare eqimebs da arc shen inerviuleb ad arc isisni :)

glandebis aochra kido didi veraferi saqmea mec siberis jams gavikete polipebis operacia da minda gitxra imaze martivi iyo vidre molodini mqonda.....

ar inerviulo martla da tanac jamrteloba kide dagchirdeba , tanac zalian da xshirad...
ase rom iqneb axlave dagecyo movlaze fiqri??

daje shemizlia gitxa ropm tu analizebis gaketeba dagchirdes jamrtelobis saxlshi (aramiancis ezoshi) midi zalian sasiamovno garemoa savadmyofos kvalobaze da zalian magari personalia, sul ar inerviuleb da arc daizabebi :*

nati kuda said...

მარი: მადლობა, გამამხნევე მართლა. იმ კვირამდე უნდა მოვაბა ყველაფერს თავი :*

OTO said...

გლანდების ამოჭრას ერთი დიიდი + აქვს

ბევრი ბევრი ნაყინი : ) ) )

DON'T WORRY

Kate said...

კარგი რა, ნათ. ჯანმრთელობა ისეთი რამეა, რომ არ შეიძლება ყურადღების გარეშე დატოვება.

jaco said...

აჰაა, არ გიყვარს შენზე რომ ნერვიულობენ და აგერ ბლოგზეც გამოაჭენე შენი ამბები და ჩვენც დავიწყეთ ნერვიულობა:(((

გამაგრდი კუდა:)

Link said...

ჰეჰეჰ : ))

გლანდებიო?
არაფერია საერთოდ ეგ
აი საერთოდ , ისე აკეთებენ ეხლა რომ ვერაფერს იგრძნობ : ))

ისა, ნაყინი ხომ გიყვარს ?

ჯანმრთელობას გისურვებ

nati kuda said...

ჯაკო: შემრცხვა : ))

ლინკ: ვგიჟდები ნაყინზე, მაგრამ რავი..

ორშაბათს მივდივარ გამოკვლევაზე