14.9.08

birthday birthday

დღეს ქეთუნას დღეობაა
დიდი პიცა ცხვებოდა..



ეს ჩემი დაა, ქეთო. დღეს 23 წლის გახდა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს არც ფიზიკურად და არც სულიერად (მითუმეტეს), ჩემი დაა და მიყვარს : )) იმასაც, მარა ვერ გამოხატავს. საერთო ოთახი გვაქვს და უკვე რამდენიმე წელია ვეხვეწები, გათხოვდი და გავფართოვდები_თქო, მარა უარზეა და 27 წლამდე ფეხის გამდგმელი არ ვარო, დამამშვიდა

pizza party-მ კარგად ჩაიარა, შედეგად არეული სახლი და გასარეცხი ჭურჭელი : )


გილოცავ დაბ.დღეს მმმ.. ძალიან ბევრს გისურვებ : )


იპოვეთ ათი მსგავსება ნუ, ხმა გვიგავს,მარა სურათზე არ ჩანს : ))

9 comments:

პერწკლი said...

arada zalian gavxart
ierit

OTO said...

გილოცავ კუდა კიდევ ერთი წელით მიუახლოვდი 27 - ს : ) ) )

ქეთოს ულოცავ ( :

Kate said...

ადრეც გითხარი და ახლა გეუბნები, რომ ძალიან გავხართ ერთმანეთს.

"მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს არც ფიზიკურად და არც სულიერად (მითუმეტეს), ჩემი დაა და მიყვარს : )) იმასაც, მარა ვერ გამოხატავს. საერთო ოთახი გვაქვს და უკვე რამდენიმე წელია ვეხვეწები, გათხოვდი და გავფართოვდები_თქო, მარა უარზეა და 27 წლამდე ფეხის გამდგმელი არ ვარო, დამამშვიდა"
აუ ეს ცვეტში ჩემს დაზე ამბობდი, მეგონა.
26–ის არის, მაგრამ რა ხეირი, საერთოდ არ ფიქრობს სახლიდან წასვლას.

nati kuda said...

პერწკლი: იერი არ ითვლება : )))

ოთო: ვ, ვ-ულოცავ : )) მადლობა, გადავცემ.

ქეთი: რაავი, აი, მაღლივში იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ ერთმანეთის ჯგუფელებს ვერეოდით ხოლმე და მერე ფეხებზე გვიყურებდნენ, კეტებიანი ნათიაა, ფეხსაცმლიანი - ქეთიო : )) მარა რავი.
და ეს დების გათხოვება ალბათ საყოველთაო პრობლემაა : )))


წავედი, პიცა-ფართი 2 იწყება მგონი, არადა სიცხე მაქვს : ((

OTO said...

:გრამატიკულად სწორი ვერსია:

ქეთოს ვულოცავ ( :

მარი said...

magrad gavxart :yes:

jaco said...

Happy Birthday to uuuuu kuda's sistaaa:)))):*

Keti said...

ვულოცაავ!! :))
ჩემი სეხნია ყოფილა შენი დაიკო:)

m i r a m a x said...

კაი იყო პიცა? :პ