მერე დაიწყო გაცნობა-გამოცნობები. სათითაოდ მოყვნენ ვინ ვინ იყო, რას წარმოადგენდა, რა ევალებოდა. მერე ჩვენი თავი გავაცანით და რავიჰ. შესვენებები კი გვქონდა 5 - 10 წუთით და შეგეძლო გაბოდიალებულიყავი დერეფანში, ყავა-ჩაი-წვენი-წყალი დაგელია ან მოგეწია და შემობოდიალებულიყავი. შუალედში ერთი საათით დაგვასვენეს. ბუფეტში ავიდნენ, მე გამოსვლა ვამჯობინე ჰაერზე, თომა ვნახე და შევბრუნდი ისევ.
ბოლო ტრენინგი ყველაზე მეტად მომეწონა, თამაშები იყო ფსიქოლოგიური, ვიხტუნავეთ, ვირბინეთ.. მერე მიგვასკოჩეს ერთმანეთს და ისე ვიარეთ.. ერთი იყო კიდევ, საკუთარი თავი უნდა დაგეხასიათებინა ფურცელზე. სამი კითხვა იყო:
1. მე რომ მე არ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი... (ალპინისტი);
2. რომელ ცხოველს, საკვებს და საგანს შეადარებთ საკუთარ თავს? (ძაღლი, კეტჩუპი, რადიო);
3. თავიდან რომ დაგეწყო, რას შეცვლიდი? (გავყვებოდი მუსიკას და ხატვას ან არ დავიბადებოდი საქართველოში).
ჰო, ფრჩხილებში ჩემი პასუხებია. მერე არიეს ეს ფურცლები და ისევ დაგვირიგეს. ამ დახასიათებით ერთმანეთი უნდა გვეპოვნა : ))
სახალისო იყო.
ერთი თამაში იყო კიდევ, 6 ბიჭი იყო სულ და ერთი წუთის მანძილზე უნდა ეკოცნათ რაც შეიძლება მეტი გოგოსთვის : ))
საბოლოოდ კარგი იყო, მაგრამ არასატრენინგო განწყობით მივედი და თავი ამტკივდა. საჩუქრები გადმოგვცეს, თავიანთი ბრელოკები, მისაწებებლები, მანქანის სუნიანი საკიდები.. და 2 ცალი შოკოლადი. მგონი ყველაზე მეტად გამიხარდა : )) გამოვედი თუარა შევსანსლე


პ.ს. ერთ_ერთი ეტაპი სატელეფონო გასაუბრება იყო. მირეკავს ყმაწვილი, მეო აქედან და აქედან ვარო, თუ გცალიათ 5 წუთითო, ტრანსპორტში ხომ არ ხართო, ან ქუჩაშიო, თუ გინდათ გადმოვრეკავო.. მეთქი არა, მცალია, გისმენთ.. და ამ დროს ბლის ხეზე ვდგავარ, ცალი ხელი ტოტზე მაქვს მოხვეული, მეორეში მობილური მიჭირავს და საშინლად მაქანავებს ქარი : ))))))))
5 comments:
აი თურმე რაზე ამბობდი ამ პოსტში პარასკევს 11 საათზეო --> http://natikuda.blogspot.com/2008/07/blog-post.html
ძალიან საინტერესო ტრეინინგი ყოფილა, განსაკუთრებით ის ნაწილი სადაც „ნანობ“, რომ საქართველოში გაჩნდი (ქართველი გოგოების ტკივილი - რატომ აქ? რატომ ამ უბედურ ქვეყანაში? უთანასწორო სამყაროში?).
ჰმ... იქნებ თემაზეც დაგეწერა პოსტი?:p
სულაც არ ვნანობ. უბრალოდ მგონია სხვაგან უფრო დიდი გასაქანი მექნებოდა. დავწერ როდესმე, ან არც..
va kruta :))
ადრე მევასებოდა ეგეთი ტრენინგები, პროსტა უკვე მგონი ყველაფერი "ნათამაშები" მაქვს და ))
ხო, ეს გართობა იყო, ორშაბათიდან სწავლა-განათლება.. :ვის:
Post a Comment