4.7.08

ასლანი გადადგა, აჭარა თავისუფალია !!!


დღეს ბავშვები წაიყვანეს. გული დამწყდა, მაგრამ ამ სმაილიკის და სათაურის შემხედვარეს ეჭვი შეეპარება : )) საქმე ისაა, რომ ძალიან მომენატრებიან, სახლში ისეთი სიცარიელეა, სიწყნარე და სისუფთავე... ( )

-მაგრამ ერთის მხრივ, შემიძლია სახლი დავალაგო მშვიდად და ვიცოდე, რომ საღამომდე დალაგებული იქნება და მხოლოდ ერთი ამრევი (ანუ ჩემი და) მეყოლება;
-დავიძინო ჩემს საკუთარ ლოგინში, რომელიც სანდრომ დამაწერა თავისდაუნებურად, ან შეიძლება განიზრახა და მაგ მიზნით ჩამოვიდა ახალციხიდან?? სამჯერ ვცადე დამეძინა, მაგრამ ორჯერ გავათენე, მესამედ სანდრომ გააპროტესტა ჩემს გვერდით ძილი, მზიკო მინდა თანაც შენს ლოგინშიო და დავნებდი.. ავიბარგე და დივანზე გადავბარგდი.



ჰო.. ნიაზი და გიორგი ვაბანავე, თორემ უკვე აღარ ჩანდნენ აკვარიუმში
ახლა მეც ბედნიერი ვარ და ისინიც

5 comments:

jaco said...

ჭირი იქა, ლხინი აქაა...

P.S. მაგარი ის არის, რომ მე რომ შენს ბლოგზე ვსეირნობდი 5-10 წუთის წინ და ვაკომენტებდი, შენც იგივეს აკეთებდი ჩემს ბლოგზე:))) დედა რა დამთხვევაა:)))

nati kuda said...

რაღაცა არსებობს : ))

Jenny said...

ვაიმე ამას ვკითხულობდი და დედაჩემი შემოვიდა უცაბედად და ეს სურათი რო ნახა დაიწყო რაღაცეები რეებს უყურებ მაგაზე უცხოეთში იჭერენ და რაღაც..


შავი იუმორი :user:

dodka said...

@jenny Я сдохла :givi:

@kuda პატარა მაგარი ტიპია ძალიან :დ

nati kuda said...

ჯენი: ხახაააააააა : ))))))))))) აქ დედას დაურეკეს და ეჭორავებოდნენ : ))


დოდ: ხო, მაგარი ბონძღია, ერთ საღამოს დალია და გაბღენძილს ეძინა : )) და ორჯერ გადმოვარდა ლოგინიდან : )))