27.7.08

სრული თიშვა მჭირს

2 საათიანი მგზავრობის შემდეგ სრულიად არასაქორწილო განწყობით ჩავედი თელავში. მაშინათვე 1 აბი კეტანოვი გადავყლაპე თავისტკივილის გასაყუჩებლად. მერე მანქანაში კონდიციონერი მიბერავდა პირდაპირ შუბლში. ამას პლუს 400 კაცის ყაყანი + საშინელი (თანაც ხმაურიანი) მუსიკა და.. ესეც მეორე აბი კეტანოვის..
ჰო, მერე როგორც იქნა სახლში მოვედით და რა ხეირი?? ვიწექი და მარაოთი ვინიავებდი, მაინც ვერ დავიძინე. 6 საათისკენ ჩამძინებია ცოტა ხნით. არ ვიცი მზეზე ნამყოფი ტორტის, უძილობის თუ სიცხის გამო ამ ყველაფერს კუჭის ტკივილი დაერთო _ + ერთი აბი ნოშ-პა. ჰოდა მერე გზა თბილისამდე.. თავდაცვის მიზნით დრამინა ვიყიდე და ერთი აბი გადავყლაპე მშიერ კუჭზე..
შედეგად: ნერვული სტრესი.. ყოველ ჩაძინებაზე მეგონა, რომ გული მიმდიოდა და შეშინებულს მეღვიძებოდა. არადა დრამინას დანიშნულებაში ეწერა ნერვული სისტემის ბლოკირებაო. სახე და ტუჩები ახლაც დაბუჟებული მაქვს. + არც კი ვიცი საიდან გადმოცვენილი ცრემლები : ((

ახლა საშინლად მეძინება. წავედი ლოგინში. booს სავარაუდოდ უკვე სძინავს, მესიჯზე არ მპასუხობს    

13 comments:

Anonymous said...

დრამინას ბრალი არაა ეგ (ჩემი გადამრჩენელი იყო ყოველთვის ) :D

სიცხე, სიცხე, წნევები, წნევები )))

სახლიდან არ გავდივარ გვიანს აღამომდე. დედაჩემის სანახავადაც არ წავედი გუშინ. სუიციდია რა.

OTO said...

სხვამ რომ არაფერი იყიდოს, AVERSI - ს, PSP - ს და GPC - ს მარტო შენ ეყოფოდი კლიენტად :)))

P.S. ამდენი წამალი ქორწილზე კი არა, ვერცხლის წყალი რომ "გავსინჯე" მაშინ არ დამილევია

:Smiley with Hunter-Russell syndrome:

(c) Anika said...

აოეე.
კიდე ცოცხალი ხარ?
ხვალ რამე დაპოსტე, თორემ რამეს ვიფიქრებთ :D

sabaha said...

სიცხის ბრალლია :((
დამპალი ეგა
---
ხოდა რაო ვერცხლის წყალი გავსინჯეოოო???????????
:წოწ:

ბეთხოვენა said...

აბი გლუკოზა ხო იცი? კი არა და... ნუნუ ექიმი რო ყველაფერზე ლუმინალს იძახდა ხო გახსოვს? ხოდა მაგ ნუნუ ექიმის ანალოგია ნიმესილი. დალიე, გიშველის. შაკიკი რო შაკიკია იმის შეტევისას მიყუჩებს ტკივილს.

nati kuda said...

dod: სამსახურში კონდიციონერებით გვყინავენ და გარეთ ვეღარ ვსუნთქავ ხოლმე.. საშინელებაა, გავიდეს ზაფხული მალე, მძულს.

ოთო: ლოოოლ. დაიცა რა ერქვა მაგ დაავადებას?? მერკურიალიზმი თუ რაღაც.. მთელი კვირა რძეს რომ სვავდი : ))

ანიკა: ცოცხალი ვარ, ცოცხალიიიი : ))))

ბათო: ჰო,ოთო ძალიან ცნობისმოყვარეა და თერმომეტრიდან ვერცხლისწყალი გამოწრუპა :ყეს:

პ.ს. სიზმარში გნახე :)))

ბეთხოვენა: ფერვი რაზ სლიშუ. გავითვალისწინებ, მაგრამ მეყო წამლები :)) კაიფში ვარ : )))

Unknown said...

მე მაწუხებს მასე სიცხე არ მაძინებს :((

ჰოდა მე "ჭკვიანმა" წუხელ გადავწყვიტე აივანზე დამეძინა + ადიელა წავიღე :((

ჰო
კი კარგად
ჩამეძინა
მაგრამ ქარი იყო
და დილით
ადიელა ფაფუ :|

მომენატრები ადიელა :უსერ:

OTO said...

ხო, ცნობის და ვერცხლის წყლის მოყვარე ვარ : ) ) )

პირველი უფრო ( :

jaco said...

რა ავადმყოფობა პოსტია, ეხლა გამოჯანმრთელება პოსტიც დადე რაა:)))

nati kuda said...

მელია: საააწყალი ადიალა :მო:


ჯაკო: ჰოო, დავწერ..

sabaha said...

"პ.ს. სიზმარში გნახე :)))"

ვაა , მართლაა : ))
რა მაგარია :ტან: :ტან: :ტან:
რა მინდოდა? :D

Jenny said...

ra magari komentarebia :D

nati kuda said...

უტვინო: რავი, სადღაც ვიყავით ექსკურსიაზე ერთად :ტან: